პოლიტიკა
18.08.21 15:20
ჩვენი გუნდის დამსახურებაა ის, რომ ბოლო რვა თუ ცხრა წელი ქვეყანაში ომი არ ყოფილა და არც იქნება, მანამ, სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ხულოს მერობის კანდიდატის ვახტანგ ბერიძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მმართველი გუნდი არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანაში იქნება გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება.
„პროფესიული სასწავლებლები უნდა შეიქმნას ყველა მუნიციპალიტეტში იმისთვის, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა ადგილზე მიიღონ სპეციალობა და ადგილზე დასაქმდნენ. ყველა ის პროგრამა, რაც მე ჩამოვთვალე, სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი წარმოების განვითარება მოითხოვს კვალიფიციურ მუშახელს და სპეციალისტებს. ამისთვის, მთავრობა გეგმავს პროფესიული სასწავლებლების განვითარებას და აშენებას ყველა მუნიციპალიტეტში. ჩემი დავალებით, ვმუშაობთ, რომ ჩამოვიყვანოთ უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც მოამზადებენ ადგილობრივ სპეციალისტებს და შემდეგ ისინი გადასცემენ ცოდნას ახალგაზრდებს და არა მხოლოდ მათ.
ჩვენ კარგად ვიცით მშვიდობისა და სტაბილურობის ფასი. ბოლო წლებში ჩვენმა გუნდმა დაამტკიცა, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა და ძალა, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს საკუთარი ქვეყნის და ხალხის კეთილდღეობაზე, ჩვენი ქვეყნის მართვაზე. სწორედ ჩვენი მთავრობის, ჩვენი გუნდის დამსახურებაა ის, რომ ბოლო 8 თუ 9 წელი ქვეყანაში ომი არ ყოფილა და არც იქნება, მანამ, სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში. ჩვენ ვართ გარანტი იმისა, რომ ქვეყანაში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა და განვითარება უნდა შევიდეს ყველა რეგიონში, ქალაქში და ყველა ოჯახში. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი.
ხალხი დაიღალა ომებით, დესტაბილიზაციით, მუდმივი არეულობით. ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ ყველამ ერთად. ვნახეთ თითქმის ყველაფერი, მათ შორის, ყველანაირი ხელისუფალიც გამოვდეთ. ახლა ჩვენ გვჭირდება ხალხზე მზრუნველი მეურნე ხალხი და მმართველები, რომლებიც ხალხზე ზრუნავენ. ასეთი კაცია ვახტანგ ბერიძე, რომელიც ჩვენს მოქალაქეებზე ფიქრობს და ზრუნავს. მერებმა უნდა იმუშაონ 24 საათის განმავლობაში, ადგილზე უნდა გადაუწყვიტონ ნებისმიერი პრობლემა თითოეულ მოქალაქეს, დროულად და ეფექტურად. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა. ეს ეხება ყველა მერს. ბატონ ვახტანგს მინდა საქებარი სიტყვები ვუთხრა, იმიტომ, რომ ამ კაცმა ეს მართლაც დაიმსახურა.
ბოლო წლებში აჩვენა, რომ არის ღირსეული მერი და მჯერა, რომ თქვენი მხარდაჭერით, გააგრძელებს საქმიანობას და 4 წელი კიდევ მოემსახურება თქვენს ინტერესებს. მე მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა - ოპოზიციამ წინა არჩევნებზე, იცოდნენ, რა, რომ ბატონი ვახტანგის დამარცხება შეუძლებელი იყო, სხვა ვახტანგ ბერიძე მოიყვანეს ხაშურიდან აქ და დააყენეს ხულოში. წარმოიდგინეთ, რამხელა პოლიტიკურ თაღლითობასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ხულოს მოსახლეობის მოტყუება ასე ადვილი არ არის, ხულოში ცხოვრობს ბრძენი ხალხი და ამათ ვერავინ მოატყუებს, მათ შორის, ვერც ეს პოლიტიკური თაღლითები.
ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ეკონომიკური განვითარება უნდა იყოს ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და ჩვენ ყველამ ერთად, ცენტრალური მთავრობა იქნება ეს თუ ადგილობრივი, უნდა ვიმუშაოთ ეკონომიკურ განვითარებაზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 379
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
მთავრობის დადგენილებით, 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა
14:2330.04.24
-
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტები 2019 წელთან შედარებით +44.4%-ით გაიზარდა
14:0030.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტები აღიკვეთა
13:3930.04.24
-
13:0730.04.24
-
12:4630.04.24
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარით, რომელიც ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია
12:0230.04.24
-
სალომე ზურაბიშვილმა ქართულ ჯარს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა
11:4030.04.24
-
G7-ის ქვეყნები ნახშირზე უარის თქმას 2035 წლისთვის აპირებენ
11:0030.04.24
-
10:2930.04.24
-
10:0030.04.24
-
18:0029.04.24
-
იენს სტოლტენბერგი - უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია, უკრაინა ნატოს წევრი გახდება
17:3729.04.24
-
17:1529.04.24
-
უახლოეს დღეებში საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება
16:5029.04.24
-
16:2829.04.24
-
შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის დელეგაციას შეხვდა
16:0029.04.24
-
2 მაისს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ
15:3729.04.24
-
კახეთში, 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს
15:1429.04.24
-
შსს-ს ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზეა დაკავებული
14:4229.04.24
-
14:1129.04.24
-
13:4629.04.24
-
ბრძოლა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნებისთვის და ინდოეთის ოკეანეში გასასვლელისთვის
13:2529.04.24
-
საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა 28 მაისიდან ამოქმედდება
13:1929.04.24
-
12:5529.04.24
-
„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – ამ ლოზუნგით ბათუმში დღეს აქცია გაიმართება
12:2329.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - არის დრო ერთად დგომის და შემართების
12:0029.04.24
-
ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინის მარნები მონაწილეობდნენ
11:4029.04.24
-
11:2029.04.24
-
დიმიტრი ხუნდაძე - საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება
11:0029.04.24
-
10:3429.04.24
-
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა კამათის ფონზე დაიწყო
10:1029.04.24
-
ბრძოლა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნებისთვის და ინდოეთის ოკეანეში გასასვლელისთვის
9:4429.04.24
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24