პოლიტიკა

ნიკა მელია და ზაალ უდუმაშვილი მცხეთაში მხარდამჭერებს შეხვდნენ

18.08.21 16:20


ოპოზიციის მერობის კანდიდატი ნიკა მელია და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი მცხეთაში მხარდამჭერებს შეხვდნენ.

 

ნიკა მელიას თქმით, დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ ახლოსაც ვერ მივა 40 პროცენტთან.

 

„მახსოვს, 2018 წელს ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული მცხეთის საარჩევნო კამპანიაში და არავის სჯეროდა, რომ ჩვენ მცხეთაში მოვიგებდით არჩევნებს.

მცხეთაში არჩევნები მოვიგეთ, ასე იქნება ახლაც. ეს ხელისუფლება ახლოსაც ვერ მივა 40 პროცენტამდე. ამაში, როგორც არასდროს, ისე ვარ დარწმუნებული.

ადამიანებთან მაქვს შეხება და ვგრძნობ მათ მხარდაჭერას. დარწმუნებული ვარ, ზაალ უდუმაშვილი დარჩენილ დროში ყველაფერს გააკეთებს მცხეთელებთან ერთად, რათა გამარჯვება ვიზეიმოთ საქართველოში 2 ოქტომბერს. ამაში მცხეთამ უმნიშვნელოვანესი წვლილი უნდა შეიტანოს“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 433


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები