პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილზე - მობეზრებული სერიალის ახალი სერიასავით არის

06.09.21 10:45


მობეზრებული სერიალის ახალი სერიასავით არის, - ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეისათვის განცხადების გაკეთების დაანონსებას.

 

მისი თქმით, მსგავსი განცხადებები ყურადღებას არ იმსახურებს.

 

"არ ვიცი, რამდენად ღირს ამის სერიოზული კომენტირება. ერთს ვიტყვი - მობეზრებული სერიალის ერთ- ერთი ახალი სერიასავით არის ეს ყველაფერი.

ვფიქრობ, ასეთი ტიპის განცხადებები მაინცდამაინც დიდ ყურადღებას, არ იმსახურებს”, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

ცნობისათვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მის გეგმებსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩართვასთან დაკვშირებით განცხადებას დღეს, 6 სექტემბერს გააკეთებს. ამის შესახებ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე რამდენიმე დღის წინ დაწერა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები