ეკონომიკა

„ენკა“ „ნამახვანჰესს“ აღარ ააშენებს

22.09.21 16:40


კომპანია „ენკამ“ რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ პროექტის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება გააუქმა.

 

როგორ ირკვევა, ხელშეკრულების გაუქმების მიზეზად კომპანიამ პირობების შეუსრულებლობა და ფორს-მაჟორი დაასახელა.

 

კომპანია „ენკაში“ კომენტარს არ აკეთებენ, ხოლო ეკონომიკის სამინისტრო საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

 

შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 2018 წლიდან ეწინააღმდეგებოდა.

 

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქტიური პროტესტი დაახლოებით ნახევარი წელი მიმდინარეობდა.

 

პროტესტის გამო, მიმდინარე წლის 24 აპრილს, მთავრობის გადაწყვეტილებით, „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვის პერიოდით მორატორიუმი გამოცხადდა.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები