პოლიტიკა
11.10.21 15:00
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ავსტრიის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, რომელიც საქართველოს მხრიდან პირველი უმაღლესი დონის ვიზიტია ავსტრიაში. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პრეზიდენტი ვენაში ვიზიტს ავსტრიაში მოღვაწე ქართველებთან სამუშაო შეხვედრით დაიწყებს, რომელსაც სახელოვნებო და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.
12 ოქტომბერს, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტის ჰოფბურგის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან.
დაგეგმილია ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტის, ალექსანდერ ვან დენ ბელენის და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის წევრებთან ერთად. ასევე პრეზიდენტები პრესისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
"საქართველოს პრეზიდენტი ვენაში ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ჰელგა მარია შმიდტს შეხვდება და შეხვედრის დასრულების შემდეგ, ეუთო-ს გენერალური მდივნის ოფისში, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ქალ ელჩებთან ერთად ბერტა ფონ ზუტნერისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენას „ქალები მშვიდობისათვის“ დაათვალიერებს.
საქართველოს პრეზიდენტი საქართველო - ავსტრიის ბიზნესფორუმს გახსნის. ფორუმის მონაწილეებს მიმართავს ასევე ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტი. გაიმართება ავსტრიული და ქართული კომპანიების პრეზენტაცია.
საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ჯანდაცვის, სოციალურ, ინოვაციებისა და ბიზნესსექტორთან ურთიერთობის საკითხებში ქეთევან თათოშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი კასპიისა და შავი ზღვების რეგიონების ენერგეტიკისა და ტრანზიტის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე, პრეზიდენტის მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი.
პრეზიდენტი ოფიციალურ ვიზიტის ავსტრიის რესპუბლიკაში 13 ოქტომბერს დაასრულებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 469
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24