პოლიტიკა
25.10.21 17:00
სრული მარაზმია, რომ ხელისუფლება ოპოზიციას კონტრაქციას უწყობს, ეს არის მარაზმს მიღმა - როდესაც ხელისუფლება იწყებს აქციებით ლაპარაკს, ის ხელისუფლება განწირულია მარცხისთვის და ასეთია დღეს „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ ფოთში ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დაანონსებული აქცია, რომელიც 27 ოქტომბერს უნდა გაიმართოს, მიანიშნებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების მეორე ტურში მარცხდება.
უგულავას განცხადებით, „ეს ყველაფერი არის გახრწნის ნიშანი".
„სრული მარაზმია, რომ ხელისუფლება ოპოზიციას კონტრაქციას უწყობს, ეს არის მარაზმს მიღმა. ამაზე დიდი მარაზმი არის მხოლოდ ის, როდესაც ხელისუფლება პატიმარს უწყობს აქციას გადადგომის მოთხოვნით, ეს თუ შეედრება თავისი აბსურდულობით. „ქართული ოცნება“ მეორე ტურში არის მთლიანად გონიერების მიღმა გასული. ჩვენ ვხედავთ უკიდურესად უზრდელ და სახიფათო პრემიერ-მინისტრს, რომელიც ჩემთვის კომიკურია, მაგრამ თავისი განცხადებებით ახალისებს იმ ადამიანებს, რომლებიც ცოცხებით დარბიან და რომლებიც აქაც ჩამოიყვანეს.
დეპუტატმა ბატონმა იზორიამ, რომელიც პროფესიით მოკრივეა, ჩამოიყვანა სხვა ქალაქებიდან თავისი კოლეგა მოკრივეები, არა მგონია წინასაარჩევნოდ კრივში სავარჯიშოდ. ეს ყველაფერი არის გახრწნის ნიშანი. მარტივი ჭეშმარიტება არსებობს, როდესაც ხელისუფლება იწყებს აქციებით ლაპარაკს, ის ხელისუფლება განწირულია მარცხისთვის და ასეთია დღეს „ქართული ოცნება“, - განაცხადა უგულავამ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 379
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
14:1508.05.24
-
13:5908.05.24
-
13:1708.05.24
-
12:4608.05.24
-
რომან გოცირიძე - ე.წ. ადამიანთა რეესტრის შექმნა არის „კაგებეს“ მეთოდი
12:2008.05.24
-
12:0008.05.24
-
კასპში უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ერთს კი ეძებენ
11:1908.05.24
-
10:4808.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - 2019 წლის შეცდომა კვლავ განმეორდა
10:2208.05.24
-
სუს-ი - გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პარლამენტთან აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები
10:0008.05.24
-
საფრანგეთს ქაოსი შეაქვს სამხრეთ კავკასიაში, თუმცა სამოქალაქო ომი თავად საფრანგეთშია მომწიფებული
21:3507.05.24
-
პრეზიდენტის ინიციატივით, 9 მაისს 21:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე ევროპის დღე აღინიშნება
18:0007.05.24
-
17:3107.05.24
-
17:0607.05.24
-
16:4007.05.24
-
16:1507.05.24
-
ევროპარლამენტარები - საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეუჩერდეს
15:4207.05.24
-
ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტის ფიცი დადო
15:0507.05.24
-
14:3807.05.24
-
ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა
14:0207.05.24
-
13:3007.05.24
-
13:1207.05.24
-
12:5007.05.24
-
12:1507.05.24
-
საქსტატი - მარტში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა
11:5607.05.24
-
საქართველოს გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი ეწვევა
11:3207.05.24
-
თურქეთი დასავლეთისგან ისრაელზე წნეხის გაძლიერებას ითხოვს
11:0707.05.24
-
10:4307.05.24
-
10:2107.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის "ფორმულა"
10:0007.05.24
-
18:0006.05.24
-
17:2006.05.24
-
16:4306.05.24
-
ირაკლი ჩიქოვანმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
16:1206.05.24
-
15:4106.05.24
-
15:0006.05.24