პოლიტიკა

ირაკლი ხუცურაული შვედეთის მეფეს შეხვდა

18.11.21 11:40


საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა შვედეთის მეფესთან, მის უდიდებულესობა კარლ გუსტავ XVI-სთან პირისპირ აუდიენცია გამართა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტტო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, შვედეთის მეფემ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა ქართული ეროვნული ტანისამოსის და ღვინის ისტორიის მიმართ.

 

აუდიენციისას ირაკლი ხუცურაულმა შვედეთის მეფეს დეტალურად მოუთხრო საქართველოს ისტორიის, კულტურის და ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის უძველესი ტრადიციების შესახებ. ვრცელად ისაუბრა როგორც ქართული ტრადიციული მეთოდით ღვინის დაყენების უნიკალურ კულტურაზე, ასევე ჩოხისა და ყაბალახის ისტორიაზე და დანიშნულებაზე, რაც ქართველებისთვის გაიგივებულია ეროვნულ იდენტობასთან.

 

ელჩმა მეფეს გააცნო საქართველოს და შვედეთს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და საკუთარი საქმიანობის პრიორიტეტებზე მოახსენა. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას.

 

გარდა ამისა, განიხილეს სოფლის მეურნეობის, ტურიზმის განვითარების, ჰუმანიტარულ და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

 

ირაკლი ხუცურაულმა გამოთქვა სურვილი, რომ 2022 წელს, საქართველოს და შვედეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, შვედეთში საქართველოს საელჩოს მიერ დაგეგმილ მაღალი დონის ღონისძიებებში შვედეთის სამეფო ოჯახიც მიიღებს მონაწილეობას.

 

ელჩმა მეფეს საქართველოს პრეზიდენტისგან და საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან გულითადი მოკითხვა გადასცა და იმედი გამოთქვა, რომ მისი უდიდებულესობა უახლოეს მომავალში საქართველოს ესტუმრება.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები