პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე - პენიტენციური ჯანდაცვის სამედიცინო გუნდმა გეგმა უნდა შეიმუშაოს, რა სამედიცინო ჩარევა და რესურსებია საჭირო სააკაშვილის მდგომარეობის შემდგომი მართვისთვის

18.11.21 12:20


პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კვების აღდგენის მართვასთან დაკავშირებული გეგმა უნდა შემუშავდეს.

 

როგორც თალაკვაძე აცხადებს, აღნიშნული გეგმა იმ სამედიცინო ჯგუფმა უნდა შეუმუშაოს, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა პასუხისმგებელი.

 

“პენიტენციური ჯანდაცვის სამედიცინო გუნდმა, რომელიც პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, საჭიროა შეიმუშაოს და დროულად წარადგინოს რეფიიდინგ სინდრომის მართვის გეგმა, სადაც ჩანს, რა სამედიცინო ჩარევა და რესურსებია საჭირო პაციენტის მდგომარეობის შემდგომი მართვისთვის”, - აცხადებს თალაკვაძე.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები