პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა

18.11.21 14:20


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა.

 

მხარეებმა, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს.

 

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა, მიმდინარე კვირაში, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების დაძაბვაზე. ნიკოლოზ სამხარაძემ ხაზი გაუსვა, კონფლიქტის მოგვარების საკითხში, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის მნიშვნელობას.

 

მხარეებმა ისაუბრეს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში არსებულ მძიმე ვითარებაზე და რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებზე.

 

შეხვედრის დასასრულს ნიკოლოზ სამხარაძემ და ევროპელმა დიპლომატმა მოკლედ მიმოიხილეს ქვეყნის შიდაპოლიტიკური ვითარება.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები