პოლიტიკა

დავით სერგეენკო - ელენე ხოშტარიას ადამიანურად ვთხოვ, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და მიიღოს თუნდაც აუცილებელი დანამატები

19.11.21 13:00


ელენე ხოშტარიას ადამიანურად მინდა ვთხოვო, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და მიიღოს თუნდაც ის აუცილებელი დანამატები, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

 

მან კომენტარი გააკეთა პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებაზე, რომ აჩერებს მედიკამენტოზურ მკურნალობას, ვიდრე არ გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში.

 

„ელენე ხოშტარიას განცხადების შესახებ გავიგე და მართლა ძალიან მადარდებს ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. როცა ვნახე, მაშინ უკვე სერიოზულად იყო შერყეული მისი სომატური ჯანმრთელობა. ადამიანურად მინდა ვთხოვო, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას და თუნდაც, ის აუცილებელი დანამატები მიიღოს.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები