პოლიტიკა

„პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საქმეში ევროკავშირი უნდა ჩაერთოს“ - ანა ფოტიგა

19.11.21 15:40


ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საქმეში ევროკავშირი უნდა ჩაერიოს. 

 

„პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საქმეში ევროკავშირი უნდა ჩაერთოს.

ოთხშაბათს თბილისში ექიმებმა ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმედ შეაფასეს“, - აცხადებს ფოტიგა. 

 

სააკაშვილის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც მან ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა.

 

მოგვიანებით, ექიმმა რეანიმატოლოგმა განაცხადა, რომ სააკაშვილი გლდანის პენიტენციური დაწესებულების რეანიმაციაში იყო მოთავსებული.

 

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

 

ექსპრეზიდენტი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

 

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები