პოლიტიკა
19.11.21 16:00
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მიმდინარე წელს ეკონომიკური დიპლომატიის კუთხით მიღწეული შედეგები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, აქტიური ეკონომიკური დიპლომატიის გზით სვლა მნიშვნელოვანია საინვესტიციო შესაძლებლობების განვითარებისა და მაღალი უცხოური საინვესტიციო კაპიტალისთვის, ასევე სხვადასხვა ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელებისა და ქართული პროდუქციისთვის საექსპორტო ბაზრების არეალის გაფართოებისთვის.
„ამ მიზნის რეალიზაციის კუთხით, საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად: მიმდინარე წელს, საქართველოში გაიმართა 15 ბიზნესდელეგაციის ვიზიტი და ბიზნესფორუმი, ასევე, 12 ონლაინ ბიზნეს შეხვედრა/ფორუმი ბულგარეთის, ირლანდიის, საბერძნეთის, სლოვენიის, უკრაინის, იაპონიის და მალაიზიის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან. მეორე მხრივ, ხელი შეეწყო საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებისა და ბიზნეს ორგანიზაციების მონაწილეობას ბერნში, ვილნიუსში, კიევში, სეულში, დოჰაში, მადრიდში, ლონდონში, ლიონში, სან-ფრანცისკოში გამართულ საერთაშორისო გამოფენებში, ფესტივალებში, სემინარებში, კონფერენციებში და პრეზენტაციებში“, – აღნიშნა ზალკალიანმა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა PACE Group-ის მიერ ფოთის პორტში ახალი მრავალფუნქციური საზღვაო ტერმინალის მშენებლობის დაწყებასა და ბათუმის პორტში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უშუალო ჩართულობით და ხელშეწყობით, ამერიკული კომპანია TRAMMO-ს ახალი მულტიმოდალური ტერმინალის გახსნაზე.
„ეტაპობრივად აღდგა და დაემატა ახალი პირდაპირი ფრენები სხვადასხვა ქვეყანასთან, რაც, მოგეხსენებათ, ასევე, უაღრესად მნიშნველოვანია უცხოელი ტურისტების საქართველოში მოზიდვისთვის. მიღწეულია შეთანხმება ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ასევე ინდოეთთან, ჩინეთთან, კორეასთან, იაპონიასა და სხვა ქვეყნებთან, ჩვენს რეგიონში მეტი ტვირთების მოსაზიდად და შესაბამისად, ამ ქვეყნების მხრიდან არის მზაობა ჩვენი რეგიონის დერეფნით გამოყენებით გაზარდონ ტვირთბრუნვა,“ – განმარტა მინისტრმა.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საკანონმდებლო ორგანოს კონკრეტული დაგეგმილი პროექტები წარუდგინა. მისი თქმით, გაგრძელდება აქტიური მუშაობა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის არეალის გაფართოებისა და ქართული სტარტ-აპების უცხოეთის ბაზრებზე შესვლისთვის, ასევე საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული დანიშნულების ქვეყნის პოპულარიზაციისთვის. განხორციელდება ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიება და საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრის პოპულარიზაცია.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 190
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0013.05.24
-
რატი იონათამიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ერთგული ადამიანია
17:3913.05.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება
17:0013.05.24
-
16:2313.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყნის მომავალი ევროპულია და აუცილებლად შევალთ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია
15:4513.05.24
-
4 ევროპარლამენტარი - ვთხოვთ ჯოზეფ ბორელს, დაიწყოს მიზნობრივი სანქციების მომზადება საქართველოში
15:2013.05.24
-
მიხაელ როთი - ვერ ვხედავ საქართვლოსთვის ნათელი მომავლის შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს
14:4513.05.24
-
14:2013.05.24
-
13:5813.05.24
-
საპატრიარქო - პატრიარქის მიმართვა იყო მოწოდება ლოცვისკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის
13:1913.05.24
-
12:5513.05.24
-
12:2413.05.24
-
11:5313.05.24
-
ირაკლი ქადაგიშვილი - კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება
11:1713.05.24
-
10:5013.05.24
-
10:2413.05.24
-
ქობაირის ქართული მართლმადიდებლური მონასტერი ეჩმიაძინის 'ტყვეობაშია'...
9:4213.05.24
-
9:4811.05.24
-
18:0010.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში
17:4110.05.24
-
17:0010.05.24
-
„სიენენი“ ისრაელის ციხეში პალესტინელი პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ მასალას აქვეყნებს
16:3610.05.24
-
16:0010.05.24
-
12-13 მაისს საქართველოში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
15:3310.05.24
-
15:0010.05.24
-
14:3510.05.24
-
14:0010.05.24
-
13:2010.05.24
-
12:5910.05.24
-
12:3710.05.24
-
ანრი ოხანაშვილი: პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში
12:1510.05.24
-
11:5510.05.24
-
11:2510.05.24
-
სომხეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს
11:0510.05.24
-
10:4010.05.24
-
საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია
10:2010.05.24