პოლიტიკა

დეკანოიძე სააკაშვილზე: ახლა მთავარია გადარჩეს

19.11.21 17:00


რატი ბრეგაძის მხრიდან მიხეილ სააკაშვილისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შეთავაზებას, ენმ-ის წევრი, ხატია დეკანოიძე ეხმაურება. იგი აცხადებს, რომ მთავარია ახლა სააკაშვილი გადარჩეს და გაიაროს რეაბილიტაციის სრული კურსი:

 

"ახლა მთავარია გადარჩეს, მთავარია რეაბილიტაციის კურსი გაიაროს სრული, მე ვერ გეტყვით როგორია გორის ჰოსპიტალი, არ ვიცი მისი შესაძლებლობები, მაგრამ ის რაც ვიცი არის ის, რომ ჩვენ ვენდობით ექიმებს და ყველა იმ დასკვნას, რომელსაც აკეთებენ ექიმები. ვერ გეტყვით [რატომ გაკეთდა შეთავაზება და არ გადაიყვანეს] ახლა მე არ შემიძლია პოლიტიკური მკითხაობა, მხოლოდ შემიძლია გითხრათ, რომ ახლა მთავარია გადავარჩინოთ სიცოცხლე. მისი სიცოცხლე უნდა გადარჩეს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გორის სამედიცინო ცენტრი არის კარგად აღჭურვილი, მთავარია ნევროლოგიური მიმართულებით იყოს ყველანაირი აპარატურა, რაც არის საჭირო მისთვის. ამიტომ ჩვენ, ჩვენს პასუხისმგებლობას, რომელიც ავიღეთ, პროტესტების არ გამართვაზე მათ შორის სამოქალაქო კლინიკაში, ამას ვიზიარებთ სრულად" - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები