პოლიტიკა
22.11.21 11:30
სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ზრდასრული, შრომისუნარიანი მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები შევაჩვიეთ შევაგუეთ სიღარიბეს, უმუშევრობას და უმოქმედობას.
არ არის მოტივირებული, რომ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები გაიუუმჯობესოს და ეს არის კატასტროფა, შემაშფოთებელი. ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, მთავრობამ უნდა გადავდგათ გაბედული, ქმედითი ნაბიჯები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აქვს იდეა, ინიციატივა, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც უახლოეს მომავალში წარმოადგენს ახალ სოციალურ ხედვას.
„მინდა, დავიწყო სოციალური პოლიტიკით. მოგეხსენებათ, რომ არსებული სოციალური პოლიტიკა გვაჩვენებს, რომ მიმდინარე დინამიკა, ტენდენციები ზოგადად არის შემაშფოთებელი. ვთქვათ პირდაპირ, რომ რეალურად ჩვენ არსებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ზრდასრული, შრომისუნარიანი მოსახლოება, ჩვენი მოქალაქეები შევაჩვიეთ შევაგუეთ სიღარიბეს, უმუშევრობას და უმოქმედობას. რეალურად, დღეს შრომისუნარანი, სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული, დაიწყოს ახალი სამუშაო იმის შიშით, რომ მას შემდეგ სახელმწიფომ არ მოუხსნას სოციალური დახმარება. არ არის მოტივირებული, რომ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები გაიუუმჯობესოს და ეს არის კატასტროფა, შემაშფოთებელი. ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, მთავრობამ უნდა გადავდგათ გაბედული, ქმედითი ნაბიჯები.
ამ მიზნით, მე უკვე მქონდა საუბარი მთავრობის წევრებთან, ეკონომიკურ გუნდთან.
მაქვს იდეა და ინციატივა, რომ შეიმქნას სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი. ჩვენ უახლოეს დღეებში, რამდენიმე კვირაში წარმოგიდგენთ ახალ სოციალურ ხედვას, პოლიტიკას თუ როგორ უნდა შეცვალოთ მანკიერი სისტემა ახალი გაჯანსაღებული სისტემით. რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი პროგრამა, ეს იქნება საზოგადოებრივი საქმის, სამუშაო ადგილების პროგრამა და ნაცვლად სოციალური დახმარებისა შრომისუნარიან მოქალაქეებს უნდა შევთავაზოთ სამუშაო ადგილები.
ასეთი საზოგადოებრივი სამუშაო ადგილები ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ათასობით და ათი ათასობით თითეული ქალაქისთვის, თითოეული მუნიციპალიტეტისთვის. ამაზე გვაქვს დაწყებული მუშაობა გუნდის წევრებთან ერთად, მთავრობის წევრებთან ერთად. მჯერა, უახლოეს რამდენიმე კვირაში წარმოგიდენთ უკვე აპრობირებულ პროგრამას, რომელიც ევროპის წარმატებულ ქვეყნებში არის დატესტილი, გამოცდილი და დამტკიცებული არის, რომ ეს არის სწორი ხედვა.
ჩვენ მოქალაქეები შევაგუეთ, შევაჩვიეთ სიღარიბეს, უმოქმდობას და ამ მართლაც გაუსაძლის მდგომარეობას. დღეის მდგომარეობით დაახლოებით 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქე გვყავს, აქედან მინიმუმ 200 000, მეტი თუ არა არის შრომისუნარიანი მოქალაქე, რომელიც დღევანდელი სოციალური პოლიტიკის გამო არ არის მოტივირებული სამუშაო ადგილის მოსაძებნად, დასაწყებად. ის კი არა, უამრავი მაგალითი ვიცით იმისა, რომ ადამიანი თუ შეიძენს ტელევიზორს, მაცივარს, შემდეგ ქულები აკლდებათ და კარგავენ სოციალურ დახმარებას. სეზონურ სოციალურ სამუშაოები თუ არის ბაზარზე ხელმისაწვდომი, არ არიან დაინტერესებული, რომ დასაქმდნენ ამავდროულად სხვა საქმითაც და დამატებითი შემოსავლი მიიღონ. ამიტომ ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი მოქნილი სისტემა, რომ ერთი მხრივ, სულ მცირე ის დახმარება რაც დღეს მათ ეძლევათ, ხელფასის სახით მიიღონ, ოღონდ კონკრეტული საზოგადოებრივი საქმიანობისთვის და სხვა დამატებითი, ამის ზევიდან, რაც მათ შეუძლიათ, რომ მოიძიონ, დაიწყონ ახალი სამუშაო. მათ უნდა ჰქონდეთ ამის თავისუფლება, ორი-სამი სამუშაო იშოვონ და მეტი შემოსავალი შეიტანონ საკუთარ ოჯახებში, იყიდონ მაცივარიც, ტელევიზორიც, სახლებიც გაარემონტონ, სახლებიც იყიდონ და ასე შემდეგ. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა დიდი სურვილი მაქვს, რომ იანვრიდან უკვე დავიწყოთ ეს ახალი პროგრამა, რომელიც ვფიქრობ, შეცვლის მთლიანად რეალობას და რეალურად ჩვენ ახალ შრომის კულტურას ჩამოვაყალიბებთ, მოსახლეობას, ჩვენს შრომისუნარიან მოქალაქეებს გავუჩენთ პერსპექტივას, განცდას, რომ დასაქმდნენ რეალური შრომით, რეალური საქმით. შრომას უნდა მივაჩვიოთ ჩვენი მოქალაქეები. რა თქმა უნდა, მათ ყველას სურთ სამუშაო ადგილების შოვნა, მაგრამ თუ სახელმწიფო არ უქმნის მათ პირობებს, ეს არის მათთვის დამაბრკოლებელი პირობები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 370
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0013.05.24
-
რატი იონათამიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ერთგული ადამიანია
17:3913.05.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება
17:0013.05.24
-
16:2313.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყნის მომავალი ევროპულია და აუცილებლად შევალთ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია
15:4513.05.24
-
4 ევროპარლამენტარი - ვთხოვთ ჯოზეფ ბორელს, დაიწყოს მიზნობრივი სანქციების მომზადება საქართველოში
15:2013.05.24
-
მიხაელ როთი - ვერ ვხედავ საქართვლოსთვის ნათელი მომავლის შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს
14:4513.05.24
-
14:2013.05.24
-
13:5813.05.24
-
საპატრიარქო - პატრიარქის მიმართვა იყო მოწოდება ლოცვისკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის
13:1913.05.24
-
12:5513.05.24
-
12:2413.05.24
-
11:5313.05.24
-
ირაკლი ქადაგიშვილი - კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება
11:1713.05.24
-
10:5013.05.24
-
10:2413.05.24
-
ქობაირის ქართული მართლმადიდებლური მონასტერი ეჩმიაძინის 'ტყვეობაშია'...
9:4213.05.24
-
9:4811.05.24
-
18:0010.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში
17:4110.05.24
-
17:0010.05.24
-
„სიენენი“ ისრაელის ციხეში პალესტინელი პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ მასალას აქვეყნებს
16:3610.05.24
-
16:0010.05.24
-
12-13 მაისს საქართველოში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
15:3310.05.24
-
15:0010.05.24
-
14:3510.05.24
-
14:0010.05.24
-
13:2010.05.24
-
12:5910.05.24
-
12:3710.05.24
-
ანრი ოხანაშვილი: პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში
12:1510.05.24
-
11:5510.05.24
-
11:2510.05.24
-
სომხეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს
11:0510.05.24
-
10:4010.05.24
-
საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია
10:2010.05.24