პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: „ნაცმოძრაობის“ მესიჯბოქსს ნუ აჰყვებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქართულ სახელმწიფოებრიობას უდრის, ეს არის სამარცხვინო განცხადება

23.11.21 16:00


ქართული სახელმწიფოებრიობა მრავალი საუკუნის წინ შეიქმნა და თხოვნა იქნება, „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსს ნუ აჰყვებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქართულ სახელმწიფოებრიობას უდრის, ეს არის სამარცხვინო განცხადება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

 

როგორც მან „ვარდების რევოლუციაზე“ საუბრისას აღნიშნა, ყველას ქვეყნისა და დემოკრატიის განვითარების მოლოდინი ჰქონდა, თუმცა, სინამდვილეში დანაშაულებრივი რეჟიმი მივიღეთ.

 

„ვარდების რევოლუციას“ ის პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ყველა ქვეყნისა და დემოკრატიის განვითარებას ელოდა. საბოლოოდ, შედეგობრივად, დანაშაულებრივი რეჟიმი მივიღეთ, რაც არის სამწუხარო ფაქტი. ბოკერია-სააკაშვილისა და სხვების დანაშაულებრივი რეჟიმი მივიღეთ. „ვარდების რევოლუციის“ შემოქმედი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი არ იყო.

 

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს, რისი შემოქმედიც არ უნდა იყოს, კანონი ითხოვს, რომ პასუხი აგოს. ვერ ვხვდები, რისი დაკავშირება გინდათ, თუ ადამიანმა კარგი საქმე გააკეთა და ამის შემდეგ დანაშაულები ჩაიდინა, პასუხი არ უნდა აგოს? ამას აკავშირებთ ერთმანეთთან? საწყისი რაც იყო, შედეგობრივად ვერ იყო გამართლებული“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები