პოლიტიკა

გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების სამართლებრივი გზა არ არსებობს

23.11.21 17:40


მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების სამართლებრივი გზა არ არსებობს, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

 

ვოლსკი აცხადებს, რომ სამართლებრივი გზა არ არსებობს განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „სავსებით ობიექტური და საფუძვლიანი განცხადება მოვისმინეთ“.

 

„თუ რაიმე საკითხზე ეჭვები აქვთ, რომ სასამართლომ არაობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანა, მათ შორის სტრასბურგის ვერდიქტი იყო, იმის შესაძლებლობა არსებობს, რომ მიმართონ საერთაშორისო სასამართლოს და ეს საკითხები დღის წესრიგში დააყენონ. სახელმწიფოში რაღაც ახალი კოლეგია შეიქმნას, რომლის მართლმსაჯულების სისტემა საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავე პოზიციებზეა, ამაზე არ უნდა მსჯელობდეს სერიოზული პოლიტიკოსი.

 

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე იყო მესიჯები, რომ ეს ძალისმიერი მეთოდებით უნდა მომხდარიყო. რევოლუციის თემაც არაერთხელ გაჟღერდა.

ცდილობენ, გათავისუფლების საკითხთან ერთად სამართლებრივი ტერმინები გამოიყენონ, მაგრამ თუ სასამართლოს გადაწყვეტილება არ მოსწონთ, შეუძლიათ, საერთაშორისო სასამართლოს მიმართონ. გირგვლიანის თემაც ვიცით, ვალერი გელაშვილიც ნანახი გვყავს. ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრას ვერავინ უარყოფს, საზღვრის უკანონო კვეთაც მოხდა. ეს იმდენად დადასტურებული ფაქტებია, რომ არ მგონია, რაიმე სამართლებრივი პერსპექტივა გააჩნდეთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები