პოლიტიკა

რეგულაცია მუდმივი „მწვანე სტატუსი“ შესახებ შესაცვლელია - პაატა იმნაძე

25.11.21 14:20


„მიღებული რეგულაცია, რომლის მიხედვითაც კოვიდის გადატანის შემდეგ ადამიანს „მწვანე სტატუსი“ მუდმივად ექნება შესაცვლელია“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განუცხადა. 

 

პაატა იმნაძე იმედოვნებს რომ მიღებული გადაწყვეტილება შეიცვლება.

 

„რეგულაცია, რომლის მიხედვითაც კოვიდგადატანილებს საქართველოში „მწვანე სტატუსი“ მუდმივად ექნებათ, შესაცვლელია. ქვეყანაში რეინფიცირების უკვე 5 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ასე რომ, სამწუხაროდ, კოვიდის გადატანა არ იძლევა გარანტიას, რომ კოვიდი ისევ არ დაგემართებათ. კიდევ დაგროვდება სამედიცინო მტკიცებულებები და იმედი მაქვს, ეს რეგულაცია შეიცვლება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები