პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

19.08.22 11:40


საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში პარტნიორობის გაღრმავების აუცილებლობას დაუთმეს. ამ მიმართულებით განიხილეს კონკრეტული პროექტები და ღონისძიებები.

 

შეხვედრის ფარგლებში, აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია სამომავლოდ მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალი, რაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდას, საქართველოს მიმართ ნიდერლანდების ბიზნეს წრეებისა და კომპანიების ინტერესის ზრდას, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას და სექტორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას გულისხმობს. მხარეებმა ამ მიმართულებით თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები დასახეს.

 

შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან აღინიშნა, რომ ნიდერლანდები საქართველოს ერთ-ერთ მთავარი პარტნიორი ქვეყანაა, რომელსაც წლების განმავლობაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაში.

 

თავის მხრივ, ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნიდერლანდების სამეფოს მაქსიმალური ჩართულობა და სრული მხარდაჭერა აღნიშული საკითხების მიმართ.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები