მსოფლიო

შარლ მიშელი - შოკირებული ვარ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ან სხვა საბრძოლო მასალის მიერ ადამიანების მკვლელობის შესახებ ცნობებით

16.11.22 10:00


შოკირებული ვარ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ან სხვა საბრძოლო მასალის მიერ ადამიანების მკვლელობის შესახებ ცნობებით, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.

 

„ვუსამძიმრებ ოჯახებს. ჩვენ ვდგავართ პოლონეთის გვერდით. კონტაქტი მაქვს პოლონეთის ხელისუფლებასთან, ევროკავშირის საბჭოს წევრებთან და სხვა მოკავშირეებთან”, - წერს მიშელი.

 

ცნობისთვის, მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები