პოლიტიკა
18.11.22 12:00
საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტისას, „ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექციის“ ყოველწლიური სერიის ფარგლებში ლექცია წაიკითხა, „ოქსფორდის კავშირში“ საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
„ჩემთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, პატივია სტუმრად ყოფნა „ოქსფორდის კავშირში“, საზოგადოებაში, რომელიც მსოფლიოში თავისი ტრადიციებითა და სახელითაა ცნობილი. საქართველოს, როგორც ქვეყანას, რომელმაც მეოცე საუკუნის დიდი ნაწილი რეპრესიული რეჟიმის ქვეშ გაატარა, სრულად ესმის ღია, გულწრფელი დისკუსიებისა და დებატების მნიშვნელობა, რომელსაც მხარს უჭერს და აფასებს ისეთი ისტორიული ორგანიზაციები, როგორიცაა „ოქსფორდის კავშირი“. ქართველი ხალხის სახელით, მინდა, „ოქსფორდის კავშირს“ მის საქმიანობაში წარმატებები ვუსურვო და ვიმედოვნებ, რომ კავშირი ამ მნიშვნელოვან დებატებს მომავალი თაობებისთვის კვლავ გააგრძელებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
„ოქსფორდის კავშირის“ პრეზიდენტის, ჩარლი მაკინტოშის განცხადებით, „ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექციის“ სერია 2019 წელს მის პატივსაცემად დაფუძნდა.
„მას შემდეგ ლექციები წაკითხეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებმა დევიდ კამერონმა და ტერეზა მეიმ. მისი აღმატებულება [პრეზიდენტი] იქნება პირველი საერთაშორისო სტუმარი ლექციების სერიაში და ასევე პირველი, კოვიდპანდემიის დაწყებიდან. ჩვენთვის დიდი პატივია მოქმედი პრეზიდენტის ვიზიტი. ჩვენ გსგავსი ვიზიტი რამდენიმე წელია, არ გვქონია და შესანიშნავია, გვყავდეს საქართველოს წარმომადგენელი, გაერთიანებული სამეფოსა და ოქსფორდის ძლიერი მეგობარი სტუმრობდეს ჩვენს კავშირსა და ქალაქს“ – განაცხადა ჩარლი მაკინტოშმა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 532
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24