პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი - საჭიროა მეტი მხარდაჭერა საქართველოსთვის და ყველა პარტნიორისთვის, რომელიც საფრთხის ქვეშაა

21.11.22 17:20


ნატო-ს აქვს პასუხისმგებლობა, როგორც მოკავშირეებს, რომ დავიცვათ ერთმანეთი, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს პასუხისმგებლობა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი უახლოესი პარტნიორები, განსაკუთრებით კი რუსეთის აგრესიის წინაშე ყველაზე დაუცველები, როგორიცაა საქართველო, რომელმაც უკვე განიცადა საკუთარ თავზე რუსეთის აგრესია 2008 წელს, ჩვენს მხარდაჭერას იღებდნენ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ნატო უნდა დაეხმაროს პარტნიორებს, რომ თავი დაცულად იგრძნონ.

 

„მტკიცედ მწამს, ვიდრე ჩვენ არ მივაღწევთ, რომ ეს ქვეყნები იყვნენ ნატო-ს სრულუფლებიანი წევრები, მანამდე სულ მცირე მათ უნდა მივაწოდოთ მნიშვნელოვანი დახმარება. მთავარი გაკვეთილი უკრაინის ომიდან არის ის, რომ უკრაინას უფრო ადრე და უფრო მეტად უნდა დავხმარებოდით. მინდა შევაქო ის მოკავშირეები, რომლებიც უკრაინას ეხმარებოდნენ 2014 წლიდან. ნატო-მაც მიაწოდა მხარდაჭერა უკრაინას – ტრენინგები, შესაძლებლობების გაზრდა, მაგრამ ნატო-ს შეეძლო მეტის გაკეთება უკრაინისთვის რუსეთის შეჭრამდე. ზუსტად იგივე ვრცელდება საქართველოზე და იმ ქვეყნებზე, რომლებიც არიან ჩვენი ახლო პარტნიორები. მაგალითად, მახსოვს, როდესაც 2015 წელს ჩავედი ლვოვში, კერძოდ იავორივში და ვნახე აშშ, კანადა და დიდი ბრიტანეთი ინტენსიურად წვრთნიდნენ უკრაინელ სამხედროებს, ეს წვრთნები უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ, ყველაზე მეტად საჭიროა მეტი მხარდაჭერა საქართველოსთვის, მოლდოვისთვის და სხვა პარტნიორებისთვის, ვინც საფრთხის ქვეშაა. ეს დახმარება არის საჭირო ახლა. სწორედ ეს არის უკრაინის გაკვეთილი. თქვენ უნდა დამეხმაროთ, რადგანაც ჩვენ გვჭირდება ფული თქვენი პარლამენტებიდან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები