მსოფლიო

ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა დროის მოთხოვნაა

22.11.22 17:40


ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კონფლიქტები სამუდამოდ არ შეიძლება გაგრძელდეს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აზიის პოლიტიკური პარტიების საერთაშორისო კონფერენციის (ICAPP) მონაწილეებს განუცხადა.

 

მისი თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა დროის მოთხოვნაა.

 

„აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა საერთაშორისო სამართლისა და სამართლიანობის პრინციპების საფუძველზე დროის მოთხოვნაა. ამ თვალსაზრისით, პოლიტიკური პარტიების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, რათა ხელი შეეწყოს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას, თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებს, მისასალმებელია“, - აღნიშნა ალიევმა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები