პოლიტიკა
02.12.22 12:20
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილმა, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბუიარ ოსმანთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მინისტრმა კოლეგას მიულოცა 2023 წელს ჩრდილოეთ მაკედონიის თავმჯდომარეობა ეუთოში, უსურვა წარმატებები ამ მიმართულებით და გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს საკითხი კვლავაც დარჩება ეუთოს თავმჯდომარეობის მაღალ პოლიტიკურ დღის წესრიგში. მან მადლობა გადაუხადა ჩრდილოეთ მაკედონიას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, რომელიც მრავალგზის გამოიხატა როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ფორუმებში.
შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობისა და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩრდილოეთ მაკედონიასთან ურთიერთობებს ორი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში და ამ მხრივ გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
მხარეები მიესალმნენ ამ კუთხით გააქტიურებულ დიალოგს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის და შეთანხმდნენ შემდგომ მჭიდრო კოორდინაციაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგას მიულოცა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება და წარმატებები უსურვა ამ გზაზე.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 370
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
იუსტიციის სამინისტროსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია იმართება
18:0008.02.23
-
თურქეთში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად საქართველოდან კიდევ 40 მაშველი გაემგზავრა
17:3008.02.23
-
17:0008.02.23
-
16:3008.02.23
-
თეონა აქუბარდია: ბევრი დაყოფის მიუხედავად, უნდა შევჯერდეთ ერთზე, ქვეყნისა და ერის ინტერესზე
16:0008.02.23
-
თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 11 000-ს აჭარბებს
15:3008.02.23
-
15:0008.02.23
-
14:3008.02.23
-
ფაშინიანი ერდოღანს ესაუბრა – სომხეთი თურქეთში მაშველებს გზავნის
14:0008.02.23
-
13:3008.02.23
-
13:0008.02.23
-
12:3008.02.23
-
სეპარატისტი ვარდანიანისთვის მხოლოდ სომხების სიცოცხლეს აქვს მნიშვნელობა?
12:0008.02.23
-
11:4008.02.23
-
ჩრდილოეთ-სამხრეთის სარკინიგზო დერეფნის „გილიან უფსკრული“ ძალიან სწრაფად მოიხსნება
11:2008.02.23
-
11:0008.02.23
-
10:4008.02.23
-
შს სამინისტრო ბადრი ესებუას დაკავების კადრებს და ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
10:2008.02.23
-
10:0008.02.23
-
თბილისის მერი თურქეთის საელჩოს ესტუმრა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
18:0007.02.23
-
ირაკლი ღარიბაშვილმა თეა წულუკიანთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა
17:4007.02.23
-
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრით დაზარალებულ 10 პროვინციაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა დააწესა
17:2007.02.23
-
ცესკომ საარჩევნო ადმინისტრაციის 2023-2026 წლების სტრატეგიული გეგმა დაამტკიცა
17:0007.02.23
-
16:4007.02.23
-
16:2007.02.23
-
ლატვიის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები სააკაშვილის საკითხს ეხმაურებიან
16:0007.02.23
-
ხატია დეკანოიძე - არ ვემხრობი საპარლამენტო და საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას
15:3007.02.23
-
ირაკლი ღარიბაშვილმა ტოივო კლაართან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა
15:0007.02.23
-
14:3007.02.23
-
14:0007.02.23
-
კარასინი სამხრეთ კავკასიაში არასტაბილურობას აანონსებს
13:4007.02.23
-
თაკო ჩარკვიანი - საპარლამენტო ბოიკოტს ვუერთდები, რათა არ მოხდეს კიდევ უფრო მძიმე დაპირისპირება
13:2007.02.23
-
ალექსანდრე ელისაშვილი: ვეტერანები იმსახურებენ იმას, რომ მათთვის ცალკე არსებობდეს კანონთა კრებული
13:0007.02.23
-
12:3007.02.23
-
„ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის საქმეს“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
12:0007.02.23
-
დავით სონღულაშვილმა ევროკავშირის ელჩთან რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე ისაუბრა
11:3007.02.23