საზოგადოება
20.12.23 17:25
დღეს გუდაურისთვის მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენ გვაქვს დადებითი მოლოდინები მიმდინარე ზამთრის სეზონთან მიმართებაში, რაც განპირობებულია იმ წარმატებული ტურისტული სეზონით, რომელიც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა გუდაურში ზამთრის ტურისტული სეზონის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, საქართველოს აქვს ტურიზმის სექტორის გაძლიერების თანმიმდევრული პოლიტიკა, რომლის თანახმადაც ქვეყანა აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს სამთო კურორტების სათხილამურო და ტურისტულ ინფრასტრუქტურაში.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2012 წლიდან საქართველოს მთავრობამ 800 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა სამთო-სათხილამურო კურორტების ინფრასტრუქტურის განვითარებაში.
„ჩვენ გაქვს 28 ახალი საბაგირო კომპლექსი და 40 კმ-ზე მეტი ხელოვნური გათოვლიანების ტრასა, რაც დამატებით სტიმულს აძლევს კურორტების განვითარებას. ჩვენ ასევე მოხარულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკის კვალდაკვალ, სამთო - სათხილამურო კურორტებზე, მათ შორის, გუდაურშიც, მზარდია ინვესტიციები ბიზნესის მხრიდან,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით, გუდაურში იხსნება ახალი განთავსების ობიექტები, რაც ქმნის დასაქმების შესაძლებლობას მაღალმთიან რეგიონებში. „ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველვყოფთ შიდა და საერთაშორისო ვიზიტორების მოზიდვას ჩვენს სამთო - სათხილამურო კურორტებზე. ყველაფერი ეს განაპირობებს იმას, რომ ძლიერდება მცირე და საშუალო ბიზნესი, იზრდება დასაქმების შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, ერთიანი ძალისხმევით, ჩვენ შეგვაქვს კიდევ უფრო მეტი წვლილი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოს ზამთრის კურორტების პოპულარიზების მარკეტინგულ კამპანიებზე, რომელთაც ქვეყანა წარმატებით მართავს სამიზნე ქვეყნებში. „ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ზამთრის კურორტების პოპულარიზებას საერთაშორისო ბაზრებზე, ჩვენს სამიზნე ქვეყნებში, მათ შორის, ევროპისა და ყურის რეგიონებში. პარალელურად ვმუშაობთ, რომ გვქონდეს მეტი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩვენთვის სტრატეგიულ სამიზნე ქვეყნებთან. ჩვენი მიზანია, გავზარდოთ პირდაპირი ფრენების სიხშირეები იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ტურისტის ჩამოსვლა, რათა გაიზარდოს ტურიზმიდან შემოსავლები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
„დარწმუნებული ვარ, რომ სეზონის ბოლოს ერთობლივად ვიზეიმებთ იმ წარმატებას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ზამთრის ტურისტულ სეზონზე მიაღწევს,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
imedinews.ge
წაკითხულია : 181
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0013.05.24
-
რატი იონათამიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ერთგული ადამიანია
17:3913.05.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება
17:0013.05.24
-
16:2313.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყნის მომავალი ევროპულია და აუცილებლად შევალთ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია
15:4513.05.24
-
4 ევროპარლამენტარი - ვთხოვთ ჯოზეფ ბორელს, დაიწყოს მიზნობრივი სანქციების მომზადება საქართველოში
15:2013.05.24
-
მიხაელ როთი - ვერ ვხედავ საქართვლოსთვის ნათელი მომავლის შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს
14:4513.05.24
-
14:2013.05.24
-
13:5813.05.24
-
საპატრიარქო - პატრიარქის მიმართვა იყო მოწოდება ლოცვისკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის
13:1913.05.24
-
12:5513.05.24
-
12:2413.05.24
-
11:5313.05.24
-
ირაკლი ქადაგიშვილი - კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება
11:1713.05.24
-
10:5013.05.24
-
10:2413.05.24
-
ქობაირის ქართული მართლმადიდებლური მონასტერი ეჩმიაძინის 'ტყვეობაშია'...
9:4213.05.24
-
9:4811.05.24
-
18:0010.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში
17:4110.05.24
-
17:0010.05.24
-
„სიენენი“ ისრაელის ციხეში პალესტინელი პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ მასალას აქვეყნებს
16:3610.05.24
-
16:0010.05.24
-
12-13 მაისს საქართველოში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
15:3310.05.24
-
15:0010.05.24
-
14:3510.05.24
-
14:0010.05.24
-
13:2010.05.24
-
12:5910.05.24
-
12:3710.05.24
-
ანრი ოხანაშვილი: პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში
12:1510.05.24
-
11:5510.05.24
-
11:2510.05.24
-
სომხეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს
11:0510.05.24
-
10:4010.05.24
-
საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია
10:2010.05.24