საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოში „ავსტრიის ავიახაზების“ ფრენების დაწყება, ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებას შეუწყობს ხელს

21.12.23 15:45


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2024 წლის მაისიდან საქართველოში „ავსტრიის ავიახაზების“ ფრენების დაწყება, ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. მისივე განცხადებით, მეტი პირდაპირი ფრენები ევროპის ქალაქებთან ეკონომიკის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

 

„მორიგი წარმატება გვაქვს ავიაციის ინდუსტრიაში. 2024 წლის მაისიდან საქართველოში ფრენებს იწყებს „ავსტრიის ავიახაზები“. ამით როგორც აღნიშნული ავიაკომპანიის, ისე მთლიანად „ლუფტჰანზას“ ჯგუფის ხელმძღვანელობასთან ერთწლიანი ინტენსიური მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა. ჩვენ გვექნება კიდევ უფრო მეტი ფრენა ევროპის ქალაქების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებას. ევროპასთან პირდაპირი რეისების ამოქმედებით ჩვენს ქვეყანას მეტი ევროპელი ვიზიტორი ეწვევა, რაც დადებითად აისახება არა მხოლოდ ტურიზმსა და ავიაციაზე, არამედ ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.

 

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ავიაკომპანია „ავსტრიის ავიახაზები“ ვენა - თბილისი - ვენის რეისის შესრულებას 2024 წლის მაისიდან დაიწყებს. საქართველოს ავიაბაზარზე მისი შემოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ახორციელებდა, რომელიც წარმატებით დასრულდა. „ავსტრიის ავიახაზები“ „ლუფჰანზას“ ჯგუფის მესამე ავიაკომპანია იქნება, რომელიც საქართველოში საქმიანობას დაიწყებს.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები