საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი - ილია მეორის როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში უკვე შეფასდა, როგორც უნიკალური, მისი დამსახურებაა, რომ ეკლესია იყო და არის ჩვენი თანამოქალაქეების შემრიგებელი

25.12.23 11:20


ილია მეორის როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში უკვე შეფასდა, როგორც უნიკალური და ისტორიული, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 46 წლის იუბილეს.

 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, პირადად მისი უწმინდესობის დამსახურებაა, რომ ეკლესია, ერის სულიერებაზე ზრუნვასთან ერთად, იყო და არის ქართველების შემრიგებელი და ყოველგვარი უთანხმოების გამნაღმველი.

 

„საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან 46 წელი შესრულდა. ისტორიულია მისი უწმინდესობის როლი ქართველი ერის სულიერებისკენ შემობრუნებაში და განმტკიცებაში. აღსაყდრებისას მან ჩაიბარა ქართული ეკლესია 15 ეპარქიაში მოქმედი 30 ტაძრით, სადაც რამდენიმე ათეული ეპისკოპოსი და ბერ-მონაზონი მსახურებას აღავლენდა. დღეს მისი უწმინდესობის ღვაწლით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ 46 ეპარქიაა, 2 000 მოქმედი ტაძრით და 3000 ბერ-მონაზვნით. ეს უბრალო რიცხვები არ არის, ეს ჩვენი სულიერების და ჩვენი იდენტობის საფუძველთა საფუძველია. ილია მეორის როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში უკვე შეფასდა, როგორც უნიკალური და ისტორიული. პირადად მისი უწმინდესობის დამსახურებაა, რომ ეკლესია, ერის სულიერებაზე ზრუნვასთან ერთად, იყო და არის ჩვენი თანამოქალაქეების შემრიგებელი და ყოველგვარი უთანხმოების გამნაღმველი. ეს უნდა ახსოვდეს ყველას, ვინც კეთილ მომრიგებელს სხვაგან ეძებს. ვულოცავ მის უწმინდესობას, და მასთან ერთად, ჩვენს ქვეყანას, დღევანდელ დღეს. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დედაეკლესიის მესაჭეობას კიდევ მრავალი წელი“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები