საზოგადოება

მეპატრონეებმა შინაური ცხოველის რეგისტრაცია 2025 წლის 1-ელ ივლისამდე უნდა უზრუნველყონ

14.02.24 11:00


შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონეებმა მათი რეგისტრაცია - იდენტიფიკაცია, რა ვალდებულებაც „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონის პროექტით შემოდის, 2025 წლის 1-ელ ივლისამდე უნდა უზრუნველყონ.

 

იგივე დრო და ვალდებულება ეძლევათ ძაღლებისა და კატების მიმკედლებელ პირებსაც. აღსანიშნავია, რომ იმ მეპატრონეების მიმართ, რომელთაც სწორედ 2025 წლის 1-ელ ივლისამდე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველი ეყოლებათ რეგისტრირებული, კანონპროექტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ გავრცელდება.

 

„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები.

 

პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ცხოველზე, რომლის ასაკი 2 თვეს არ აღემატება.

 

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, ერთდროულად სამზე მეტი, ორი თვის ან მეტი ასაკის შინაური ბინადარი ცხოველის ყოლა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის უმრავლესობის თანხმობის გარეშე გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები