საზოგადოება

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს სტამბოლის გამოფენაზე - EMITT 2024 გაეცნენ

14.02.24 13:12


საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თურქეთში, სტამბოლის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში EMITT 2024 მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, სტამბოლის გამოფენაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“ და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

„საქართველოს სტენდთან გამოფენის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს.

 

გამოფენის ფარგლებში, თურქეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, შეხვედრები გაიმართა თურქ ტუროპერატორებთან, მოეწყო პრეზენტაცია და საიმიჯო ვიდეორგოლების ჩვენება.

 

3-დღიან გამოფენას მსოფლიოს 95 ქვეყნიდან 595 ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია, ასევე 150-ზე მეტი ტუროპერატორი ესწრებოდა. EMITT 2024-ს 30 ათასამდე ვიზიტორი ეწვია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები