საზოგადოება

საერთაშორისო გამოფენაზე „Fruit logistica 2024“ ქართული მოცვით დაინტერესდნენ

14.02.24 15:31


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენის „Fruit logistica 2024” ფარგლებში, ქართველმა მწარმოებლებმა შეხვედრები ლურჯი მოცვის შესყიდვით დაინტერესებულ კომპანიებთან, მათ შორის, ლურჯი მოცვის მწარმოებელი გერმანული კომპანია Wonderland Farmers და კომპანია Driscolls წარმომადგენლებთან გამართეს.

 

მათივე ცნობით, Driscolls ამერიკული კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს.

 

„შეხვედრებს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის საწარმოო ჯაჭვის მენეჯერი, შოთა ცუკოშვილი ესწრებოდნენ.

 

სავაჭრო კავშირების დამყარების მიზნით საქმიანი შეხვედრები სოფლის განვითარების სააგენტოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის ორგანიზებით ჩატარდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები