ანალიტიკა

რომელი ევროპისკენ მიემართება საქართველო - ტრადიციული თუ 'ფრანგული'?

04.04.24 21:23


საქართველო, ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ტრადიციული ღირებულებების მატარებელი ქვეყანაა. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებებსა და არასრულწლოვანთა დაცვაზე კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას გეგმავს. ამ ცვლილებების მიღების შემთხვევაში, ქვეყანაში აიკრძალება ე.წ. „ერთსქესიანთა ქორწინება“ და „ერთსქესიანთა ოჯახების“ მიერ ბავშვების შვილად აყვანა. ასევე აიკრძალება ე.წ „სქესის შეცვლის“ და არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდა.

 

ზოგიერთი ლიბერალური პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე შეეწინააღმდეგა კონსტიტუციის მსგავს ცვლილებებს. თუმცა, საქართველოს კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები არატრადიციული ურთიერთობის მქონე პირთა დისკრიმინაციას არ ახდენს, მათ არავინ შეეხება. კონსტიტუცია უბრალოდ აკრძალავს ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის ასეთი ურთიერთობების ხელშეწყობას და ასევე დაამყარებს ქორწინების ტრადიციულ გაგებას.

 

ამასთან, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანაში უკვე არსებობს ტრადიციული ღირებულებების დაცვის იგივე წესები, რაც საქართველოს სურს შეიტანოს კონსტიტუციაში.

 

ასეთ ქვეყნებს მიეკუთვნება პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და ხორვატია. არცერთ მათგანში არ არის დაშვებული ოფიციალურად ეგრეთ წოდებულ „ერთსქესიანთა ქორწინებას“. ამასთან, უნგრეთმა სრულიად აკრძალა ლგბტ პროპაგანდა არასრულწლოვანთა შორის. სხვათა შორის, უნგრეთი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ევროპულ ქვეყნებს შორის, სადაც ბოლო წლებში შეინიშნებოდა შობადობის მაჩვენებლის ზრდა, რომელიც ადრე, ალბათ, ყველაზე დაბალი იყო ევროპის კონტინენტზე.

 

ასევე, ძალიან საინტერესოა ევროკავშირის „კონსერვატიული“ და „ტრადიციული“ ქვეყნების გეოპოლიტიკური პრეფერენციების თვალ-ყურის დევნება, რომლებიც არ იღებენ „ერთსქესიანთა ქორწინებას“ - როგორიცაა უნგრეთი. იგი აქტიურად ავითარებს ურთიერთობას საქართველოს უახლოეს ეკონომიკურ პარტნიორთან, თურქეთთან და ფაქტობრივად არის თურქეთთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული ქვეყანა  ნატოს ბლოკში.

 

მიზეზი არა მხოლოდ უნგრელი ხალხის ნაწილობრივ თურქული წარმოშობაა, არამედ ისიც, რომ თურქეთი მათ მსგავსად მხარს უჭერს ტრადიციულ ღირებულებებს. ამ საკითხში ორივე ქვეყანა ერთმანეთს უგებს. არსებითად, თურქეთი და უნგრეთი ქმნიან "კონსერვატიულ და ტრადიციულ" პოლუსს ევროპაში.

 

ტრადიციული ღირებულებების დაცვაზე დაფუძნებული ასეთი ურთიერთგაგება მნიშვნელოვანია საქართველოს მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებისთვის თურქეთთან (ნატოს წევრი და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი) და აზერბაიჯანთან, რაც ასევე სასარგებლოა ერთიანი ევროპისთვისაც. ენერგორესურსების ტრანზიტი კასპიის აუზიდან აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით ხდება ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. არც თურქეთი, არც უნგრეთი და არც აზერბაიჯანი საქართველოს თავს არ ახვევენ იმას, რაც ეწინააღმდეგება მის კულტურას და რელიგიას.

 

სხვა ევროპული ქვეყნები კი საკუთარ თავს უფლებას აძლევენ არა მხოლოდ დათრგუნონ ტრადიციული ქრისტიანული და მუსლიმური ღირებულებები, არამედ ხელი შეუწყონ და დააწესონ ლგბტ ევროკავშირის გარეთ, მათ შორის სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ასეთ დესტრუქციულ სუბიექტებს შორის უნდა აღინიშნოს საფრანგეთი. ეს ქვეყანა უკვე იმით გახდა ცნობილი, რომ მის ხელისუფლებაში ტრადიციული ორიენტაციის პიროვნების პოვნა რთულია. საფრანგეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი კი ე.წ. "ერთსქესიან" კავშირიც კი იმყოფებოდნენ.

 

ცუდი არა მხოლოდ ის არის, რომ საფრანგეთი სხვა ქვეყნებს თავს ახვევს თავის საეჭვო „მორალურ გაიდლაინებს“ მთავრობაში რეალური „ლგბტ ადამიანების დომინირების“ სახით. საფრანგეთი, ფაქტობრივად, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიაში დიდი ომი წამოიწყოს, რომელიც შეიძლება სავალალო გახდეს საქართველოსთვის. სომხეთს კი დესტაბილიზაციის ცენტრად აქცევს.

 

„ლგბტ საფრანგეთის“ პროპაგანდა სომხეთთან სამხედრო თანამშრომლობაში თითქმის პირველია დღის წესრიგში. ამავდროულად ეს ქვეყანა სომხეთს ფრანგული იარაღით ამარაგებს. ამგვარად, ერევანში ბოლო ოფიციალური ვიზიტის დროს, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნიუმ სომხეთის სამხედრო დეპარტამენტის ხელმძღვანელ სურენ პაპიკიანთან შეხვედრაზე პირდაპირ დაუსვა მას შეკითხვა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის სომეხი სამხედრო პერსონალის შესახებ. ფრანგი მინისტრი ასევე დაინტერესდა სომხეთის მთავრობაში ლგბტ წარმომადგენლების რაოდენობით. ”ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე სომხეთში”, - განაცხადა პაპიკიანმა საპასუხოდ.

 

საფრანგეთის წაქეზებით, სომხეთის ხელისუფლება, რომელიც ემზადება ახალი რევანშისტული ომისთვის, შიარაღდება არა მხოლოდ ფრანგული და ინდური იარაღით, არამედ „ფრანგი მეგობრების“ მეთვალყურეობის ქვეშ, განახორციელებს ლგბტ პროპაგანდას. ახლოსაა ის დრო, როდესაც გააქტიურდება პროპაგანდისტული სამუშაოები სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების ქვეყნის ჯარში მოსაზიდად. ბუნდოვანია ის, თუ რამდენად შეესაბამება იმას, რომ სომხეთი არის „უძველესი ქრისტიანული ქვეყანა“.

 

სომხეთისა და საფრანგეთის „მეგობრისა და მოკავშირის“ საბერძნეთის მაგალითი გვიჩვენებს, თუ რამდენად დამანგრეველია გეოპოლიტიკური თანამშრომლობა პარიზთან. ამ ქვეყანამ  შოკში ჩააგდო მართლმადიდებლური სამყარო იმით, რომ ლეგალურად დაუშვა ეგრეთ წოდებული „ერთსქესიანთა ქორწინება“.

 

საბერძნეთის პარლამენტის 300 წევრიდან მხოლოდ 76-მა მისცა ხმა წინააღმდეგ. საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და ბერძენი მართლმადიდებლების პროტესტი იყო ძალიან სუსტი და არ იმოქმედა ამ გადაწყვეტილებაზე. ამდენად, საბერძნეთის რეალური „განქრისტიანება“ მიმდინარეობს და იგივე საფრთხე ემუქრება საქართველოს, თუ ის „ბერძნულ გზას“ გაუყვება.

 

საქართველოსთვის არჩევანი დგას ტრადიციული ღირებულებების ქვეყნის მხრიდან მხარდაჭერასა და „ლგბტ პროპაგანდასა და „ერთსქესიანთა ქორწინებას“  შორის, რაც ევროინტეგრაციის ფარგლებში გეოპოლიტიკური არჩევანის საკითხიცაა. ევროპის რომელ პოლუსს შეუერთდება საქართველო? ტრადიციულს, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს მისი ეკონომიკის აყვავებასა და დემოგრაფიულ პრობლემებს გადაჭრას, თუ „არატრადიციულს“, რომელსაც ბოლო დროს პარიზი განასახიერებს?

 

იმის გათვალისწინებით, რომ საფრანგეთს არა მხოლოდ არ სურს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის ხელშეწყობა და სატრანზიტო კომუნიკაციების განვითარება, არამედ ცდილობს აქ ომის გაღვივებას, საქართველოს ნამდვილად არ უღირს „ლგბტ უფლებებისთვის ბრძოლა“.

 

საქართველოს ქმედებებმა ტრადიციული ღირებულებების დასაცავად შესაძლოა შთააგონოს ევროპელი კონსერვატორები. ვინაიდან საქართველოს აშინებენ იმით, რომ თითქოს „არ შეუშვებენ ევროკავშირში ლგბტ უფლებების შეზღუდვის გამო“, გამოდის, რომ ოჯახის ინსტიტუტის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე შეიძლება პრობლემები შეექმნას. ევროპელი კონსერვატორები კი ყველაფერს გააკეთებენ საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ყოველ შემთხვევაში, იმისათვის, რომ ევროკავშირის შიგნით შეიქმნას ქვეყნების უფრო მრავალრიცხოვანი და გავლენიანი ჯგუფი, რომლებიც იცავენ ტრადიციულ ღირებულებებს.

 

გიორგი მაზნიაშვილი

წაკითხულია : 919


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები