პოლიტიკა
17.04.24 13:15
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ მიერ გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერი, რომელიც დამატებით 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვას ეხება, დასრულებულია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, გამარჯვებული კომპანია „თეგეტა ჰოლდინგი“ ერთი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტს MAN-ის მარკის ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე 40 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს მიაწოდებს.
„ჩვენ თავდაპირველად 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი უნდა შეგვეძინა, თუმცა ფინანსების გამო გასულ წელს მხოლოდ 160 ერთეული შევისყიდეთ. წელს გამოცხადებული გვქონდა დარჩენილ 40 ერთეულ ავტობუსზე ტენდერი. გვყავს გამარჯვებული კომპანია – „თეგეტა ჰოლდინგი“, რომელიც მოგვაწვდის გაზზე მომუშავე MAN-ის მარკის ავტობუსებს. შესყიდული ავტობუსები ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა მოგვაწოდონ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსების ნაწილი შემოვიდა, უფრო მეტი მგზავრის გადაყვანა ხდება, სამომავლოდ კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.
„ჩვენი პოლიტიკის მიზანია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ კომფორტული, ყველასთვის ხელმისაწვდომი და მოქალაქეებს გაჩერებაზე დიდხანს ლოდინი არ უწევდეთ. 18-მეტრიანი ავტობუსები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დღის განმავლობაში უფრო მეტი მგზავრი გადავიყვანოთ, რადგან ვხედავთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება გაზრდილია. ვფიქრობ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს ტრანსპორტით სარგებლობა. ჩვენ ამისთვის ყველანაირად მომზადებული უნდა ვიყოთ – გვყავდეს გამართული ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო. ამიტომ არის ჩვენი ყურადღება მიმართული იმისკენ, რომ ეს კომპონენტი რაც შეიძლება მალე მოწესრიგდეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.
1tv.ge
წაკითხულია : 334
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
მთავრობის დადგენილებით, 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა
14:2330.04.24
-
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტები 2019 წელთან შედარებით +44.4%-ით გაიზარდა
14:0030.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტები აღიკვეთა
13:3930.04.24
-
13:0730.04.24
-
12:4630.04.24
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარით, რომელიც ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია
12:0230.04.24
-
სალომე ზურაბიშვილმა ქართულ ჯარს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა
11:4030.04.24
-
G7-ის ქვეყნები ნახშირზე უარის თქმას 2035 წლისთვის აპირებენ
11:0030.04.24
-
10:2930.04.24
-
10:0030.04.24
-
18:0029.04.24
-
იენს სტოლტენბერგი - უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია, უკრაინა ნატოს წევრი გახდება
17:3729.04.24
-
17:1529.04.24
-
უახლოეს დღეებში საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება
16:5029.04.24
-
16:2829.04.24
-
შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის დელეგაციას შეხვდა
16:0029.04.24
-
2 მაისს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ
15:3729.04.24
-
კახეთში, 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს
15:1429.04.24
-
შსს-ს ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზეა დაკავებული
14:4229.04.24
-
14:1129.04.24
-
13:4629.04.24
-
ბრძოლა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნებისთვის და ინდოეთის ოკეანეში გასასვლელისთვის
13:2529.04.24
-
საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა 28 მაისიდან ამოქმედდება
13:1929.04.24
-
12:5529.04.24
-
„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – ამ ლოზუნგით ბათუმში დღეს აქცია გაიმართება
12:2329.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - არის დრო ერთად დგომის და შემართების
12:0029.04.24
-
ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინის მარნები მონაწილეობდნენ
11:4029.04.24
-
11:2029.04.24
-
დიმიტრი ხუნდაძე - საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება
11:0029.04.24
-
10:3429.04.24
-
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა კამათის ფონზე დაიწყო
10:1029.04.24
-
ბრძოლა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნებისთვის და ინდოეთის ოკეანეში გასასვლელისთვის
9:4429.04.24
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24