პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე - კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას

17.04.24 17:31


საპარლამენტო განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კანონპროექტის ოპონენტებს არ აქვთ არგუმენტი კანონპროექტის წინააღმდეგ, სინამდვილეში კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას, ეს არის სწორედ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, კანონპროექტი არის ქართული, რადგან იცავს სახელმწიფოებრიობის უმთავრეს პრინციპს.

 

„ეს არის ეროვნული სუვერენიტეტი. კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების მიერ მიღებული და დახარჯული ფულის ყოველწლიურ დეკლარირებას. ეს არის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი. გამჭვირვალობის ამაზე ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტი მოქმედებს აშშ-ში, ევროკომისიამ მოიწონა მკაცრი სტანდარტების კანონპროექტი და ასევე ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში მოქმედებს ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტით“, – განაცხადა კობახიძემ.

 

პრემიერის თქმით, შარშან იტყუებოდნენ, თითქოს ისედაც ყველაფერი იყო გამჭვირვალე და სახელმწიფო უწყებებს ისედაც მიეწოდებოდათ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით.

 

„საპარლამენტო განხილვებმაც დაადასტურა, რომ იყო ეს იყო ტყუილი. ჩვენ ამოვიღეთ შვიდი ორგანიზაციის მონაცემები და გაირკვა, რომ, მაქსიმუმ, 18 პროცენტი მათი ფინანსების იყო არა გამჭვირვალე, არამედ უბრალოდ ხელმისაწვდომი სახელმწიფო უწყებებისთვის. რაც შეეხება საჯაროობას, ამ თანხების ნული პროცენტია საჯარო. ასევე, მათი დიდი ნაწილი თავს იკავებს ფინანსების გასაჯაროებისგან. უნდა დაისვას მარტივი კითხვა: როცა ფულს იღებ და ხარჯავ, რატომ არ უნდა გინდოდეს ამის საზოგადოებისთვის თქმა, რატომ უმალავ ამას საზოგადოებას, თუ საკუთარ კეთილსინდისიერებაში ხარ დარწმუნებული? ამაზე პასუხი არ არსებობს“, – განაცხადა კობახიძემ.

 

1tv.ge

წაკითხულია : 433


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები