ეკონომიკა

„ეროვნული ბანკის ინტერვენციები არ იძლევა შედეგს“ - გიორგი კეპულაძე ლარის გაუფასურების საკითხზე

21.12.16 18:55


ლარის გაუფასურების ტენდენცია გრძელდება. დღევანდელი მონაცემებით ერთი აშშ დროლარი 2.78 ლარი ღირს, ეროვნულმა ბანკმა კი გუშინ 40 მლნ დოლარი გაყიდა. აღნიშნულის შესახებ „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე კომენტარს აკეთებს:

„მთავრობამ რა გეგმაც წარმოადგინა, ამან ძალიან უარყოფითად იმოქმედა ზოგადად მოლოდინზე, როგორც ეკონომიკური აგენტების, ასევე მოსახლეობის, ბიზნესმა ჩათვალა, რომ ახლა იყო ის დრო, როდესაც უნდა მოეხდინათ გარკვეული აკუმულირება სავალუტო რეზერვების.

ამას ჩვენ ბიზნესს რა თქმა უნდა ვერ დავუშლით, ისინი საკუთარ ფულს განკარგავენ და როგორც საჭიროდ ჩათვლიან ისე გადაახურდავებენ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის გზავნილები ბიზნესისადმი, ეკონომიკური აგენტებისადმი იყოს უფრო კარგად გასაგები და უფრო მოლოდინებზე ორიენტირებული, სამწუხაროდ ჯერჯერობით ეს ჩვენს მთავრობას არ გამოსდის.

ეროვნული ბანკის ინტერვენციები არ იძლევა შედეგს, როდესაც მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ფაქტორები მოქმედებს ლარის კურსზე, შესაბამისად ეროვნულიბანკი ცდილობს, რომ ეს გარკვეულწილად ჩააცხროს“, - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები