საზოგადოება

ფალსიფიცირებული PERSIL-ი და ARIEL-ი - საქართველოში თაღლითური ჯგუფი გამოავლინეს

08.02.17 17:45


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრენდული სარეცხი საშუალებების ფალსიფიცირების ფაქტი გამოავლინეს და რამდენიმე პირი პასუხისგებაში მისცენ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმის მასალების თანახმად, საქართველის მოქალაქეებს სხვადასხვა ქვეყნიდან შემოჰქონდათ იაფფასიანი და დაბალხარისხიანი სარეცხი საშუალებები, შემდეგ კი კუსტარულად მოწყობილ საწარმოებში ახდენდნენ Henkel-ისა და Procter & Gamble Co”ის ბრენდირებული პროდუქტების, PERSIL Expert Color-ის, PERSIL Vernel-ის და ARIEL-ის კუსტარული წესით დამზადებას შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

უწყების ინფორმაციით, ეჭვმიტანილები ფალსიფიცირებულ სარეცხი საშუალებების რეალიზაციას სავაჭრო ობიექტებში ახდენდნენ. სავაჭრო ქსელიდან ამოღებულია დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული სარეცხი საშუალებები და ის ტექნიკური აღჭურვილობა, რისი საშუალებითაც ხდებოდა ბრენდირებული სარეცხი საშუალებების ფალსიფიცირება. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები