პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი - არავინ იფიქროს, მევაჭროს იმ საკითხზე, რასაც ჰქვია ქვეყნის მთავარი დოკუმენტი

28.04.17 19:35


არ არის ჩემი ინტერესი ვინმესთან გარიგება კონსტიტუციაზე ხალხის ზურგს უკან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგევლაშვილმა დღეს ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ის არ აპირებს ივაჭროს ქვეყნის იმ ძირითადი დოკუმენტით, რომელიც ”ყველას გამაერთიანებელი” უნდა იყოს და არა ”ცალკეული პოლიტიკოსის ამბიციების შემკრები”.

”არავის აუხსნია ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის, რატომ არ გვაძლევენ უფლებას ავირჩიოთ პრეზიდენტი, არავის აუხსნია, რატომ გვიუქმებენ მთავარსარდალს. თუმცა გაჟღერდა გარკვეული ასეთი ნოტები, რომ თითქოს რაღაც პოლიტიკური კომპრომისია და 2018-დან არ იქნება არჩეული პრეზიდენტი და 2023-დან იქნება. რაღაც პოლიტიკურ კომპრომისებზე საუბრობენ, თითქოს ვინმე რამე დიალოგში შედის საკონსტიტუციო კომისიასთან ან მის მესვეურებთან. ნათლად მინდა გითხრათ - არასდროს, კონკრეტულად მე, არც არავის შევეკვრები და არაფრის დიდებით არ ვივაჭრებ კონსტიტუციით. არ ვივაჭრებ იმ ძირითადი დოკუმენტით, რომელიც მიმაჩნია, რომ უნდა იყოს ყველას გამაერთიანებელი და არა ცალკეული პოლიტიკოსის ამბიციების შემკრები. არასდროს მივაჭრია ამ თემით და არც არასდროს, არავინ იფიქროს, რომ იმ საკითხზე მევაჭროს, რასაც ჰქვია ქვეყნის მთავარი დოკუმენტი. ასევე მოვუწოდებ ყველას, ვინც ამ საკითხზე გამოთქვამს პოზიციას, მე მესმის ყველა პოლიტიკოსია და ყველას თავისი ინტერესი აქვს, მაგრამ ამ დოკუმენტზე ვაჭრობა, ამ დოკუმენტში შიდაინტერესების ჩადება, ეს არის უაღესად არასწორი. და პასუხად ამ გზავნილებზე მინდა ვთქვა, რომ ნუ იწვალებენ ტყუილად, არ არის ჩემი ინტერესი ვინმესთან გარიგება კონსტიტუციაზე ხალხის ზურგს უკან,” - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები