საზოგადოება

ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი ადამიანი დააკავეს

01.05.17 20:25


თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი ადამიანი დააკავეს, აღნიშნულია სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

საქმის მასალების თანახმად, ერთ-ერთი ბრალდებული ამზადებდა 100 და 200 ლარიან ყალბ კუპიურებს, რომლებსაც დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები ქვეყნის სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში ასაღებდნენ. ბოროტმოქმედები ყალბი ფულით უბრალო ადამიანებთანაც ასწორებდნენ ანგარიშს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება ან გასაღება", რაც შვიდიდან ათ წლამდე პატიმრობით ისჯება. მიმდინარე წლის აპრილში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფმა 100 აშშ დოლარის ნომინალის ყალბი ფულის შეძენა-შენახვა და გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძიების მასალებიდან ირკვევა, რომ მან ყალბი კუპიურები ქალაქ რუსთავში გაასაღა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები