ეკონომიკა

ექსპერტი: „ქართული პროდუქცია რუსეთში უკეთ საღდება“

08.06.16 15:00


ქართული პროდუქცია რუსეთის ბაზარზე ამერიკაზე და ევროპაზე მეტად კონკურენტულია, თვლის ექსპერტი გია ხუხაშვილი

„რუსეთის ბაზარი საქართველოსთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ისედაც მწირი საექსპორტო პროდუქცია ამ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში უფრო მეტად ადაპტირებულია, ვიდრე იმავე დასავლეთის ბაზარზე.

ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში ქართული პროდუქტი სუსტად კონკურენტულია“-აღნიშნა გია ხუხაშვილმა
ექსპერტის თქმით, დასავლეთსა და რუსეთს შორის დღეს არსებული კონფრონტაციის მიუხედავად, ორივე მხარე მაინც ცდილობს რაღაც ტიპის ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნებას. რაც შეეხება იმათ თუ რამდენად სტაბილური შეიძლება იყოს რუსეთის ბაზარი, გია ხუხაშვილი ამ მხრივ ვერანაირ საშიშროებას დღეს ვერ ხედავს.

„სტაბილურობის პრობლემას ვერ ვხედავ,, გასაგებია რომ შიდა რუსული ეკონომიკური პოლიტიკა შეიძლება საქართველოსა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკაზე გარკვეულწილად ზემოქმედებდეს, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკური მომენტი.“-თვლის ექსპერტი.


ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე გასაღების საკითხზე საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა სამშაბათს ტელეჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, რუსეთის ბაზარზე პროდუქციის შეტანისა და რეალიზაციისკენ მთელი მსოფლიო ისწრაფვის.
2013 წელს სავაჭრო ემბარგოს მოხსნის შემდეგ, ქართული პროდუქციის ექსპორტი დაახლოებით ოთხჯერ გაიზარდა.

რუსეთთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა იანვარ-აპრილის თვეში, 2015 წლის ანალოგიურ პერიოდტან შედარებით, დაახლოებით 17%-ით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 7,8 %-ი შეადგინა.

საქართველოდან რუსეთში ექსპორტის მოცულობამ, იანვარ-აპრილის მონაცემებით, 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 36%-ით გაიზარდა და დაახლოებით 54 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები