პოლიტიკა

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო

09.06.16 13:55


საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიამ სტარტი ოფიციალურად აიღო. შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზე უკვე გამოქვეყნებულია.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატის მანდატის მოპოვებისთვის დაახლოებით 30 პარტია იბრძოლებს.

არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტიების რეგისტრაცია აგვისტოს თვემდე გაგრძელდება. 8 ოქტომბერს გაიმართება ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, პარტიებს უფლება აქვთ აგიტაცია-პროპაგანდა დაიწყონ, გარდა ამისა, ძალაში შევიდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ აკრძალვა. ასევე ამოქმედდა მაღალჩინოსნების მხრიდან ნებისმიერი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის აკრძალვა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნების თარიღის დანიშვნაზე განკარგულებას ხელი 3 ივნისს მოაწერა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი 8 ივნისს.
ეს თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე გრძელვადიანი საარჩევნო კამპანია იქნება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 640


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები