საზოგადოება

დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს

07.06.17 17:25


დუშეთის რაიონში, სოფელ გრემისხევში, ბურღულთან ახლოს საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. ნუკრი თვაური, აკაკი პაპუკაშვილი, ზაურ გიგაური და ზურაბ გედევანიშვილი ცხინვალის მილიციის იზოლატორში გადაიყვანეს. აღნიშნულ პირებს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის „ხელისუფლება“ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავება.

4 პირის დაკავებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც ადასტურებენ.

უწყების წარმომადგენელმა კახა ქემოკლიძემ „ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების საკითხის დაყენებას ქართული მხარე ერგნეთში, დღევანდელ მოლაპარაკებაზე აპირებს.

ბოლო 1 თვის განმავლობაში ე.წ. მესაზღვრეებმა საკუპაციო ხაზის სიახლოვეს 17 მოქალაქე დააკავეს.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები