საზოგადოება

ივლისში თბილისს 40 საზაფხულო ბაღი მოემსახურება

07.06.17 18:55


თბილისის საბავშვო ბაგა_ბაღების მართვის სააგენტოს ინიციატივითა და თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, დედაქალაქს ივლისის თვეში 40 საზაფხულო ბაღი მოემსახურება. ოჯახებს, რომლებიც ჯერ ვერ ახერხებენ შვილების ქალაქგარეთ გაყვანას, შესაძლებლობა აქვთ მათ რაიონში მოქმედი საზაფხულო ბაღების მომსახურებით უფასოდ ისარგებლონ.

საზაფხულო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 3 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

საზაფხულო ბაღების რეგისტრაცია, 19 ივნისს, 13.00 საათზე დაიწყება და 29 ივნისს დასრულდება. რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულად, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე: kids.org.ge/home

საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები, მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისის თვეში და აღნიშნული რეგისტრაცია არ ეხება 2017-2018 სააღმზრდელო წელს.

საზაფხულო ბაღების სია რაიონების მიხედვით:

გლდანის რაიონი – N153, N48, N205, N216, N186

დიდუბის რაიონი – N11, N92, N23, N15

ვაკის რაიონი – N1, N27, N142, N83, ბაგა-ბაღი „ჩიორა“

ისნის რაიონი - N202, N29, N26, N215, N182

კრწანისის რაიონი - N51, N206

მთაწმინდის რაიონი - N170, N152, N162

ნაძალადევის რაიონი - N9, N79, N60, N143, N80

საბურთალოს რაიონი - N197, N171, N112

სამგორის რაიონი - N128, N12, N210, N45, N196, N72

ჩუღურეთის რაიონი - N34, N5.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები