საზოგადოება

ამინდი საქართველოში: მცირე ნალექი და სიცხე

07.06.17 19:10


სინოპტიკოსები ქვეყნის ტერიტორიაზე მცირე ნალექს პროგნოზირებენ, ამასთან, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +35 გრადუსს მიაღწევს.

ხუთშაბათი, 8 ივნისი დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთში შესაძლებელია სეტყვა. ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით შეიძლება გაძლიერდეს. დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 13–18 გრადუსი სითბო, დღისით – 25–30; მაღალ მთაში ღამით 7–12 გრადუსი, დღისით კი 22–27 გრადუსი.

აღმოსაველთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 14–19 გრადუსი სითბო, დღისით – 25–30; მაღალ მთაში ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება 4–9 გრადუსი, ხოლო დღისით – 19–24. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დროგამოშვებით მოიმატებს ღრუბლიანობა. დაუბერავს 10–15 მ/წმ სიმძლავრის ქარი. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება პლუს 17 გრადუსი, ხოლო დღისით – 29 გრადუსი სითბო. პარასკევი, 9 ივნისი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთში ღამით მოსალოდნელია სეტყვა. ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს. დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 14–19 გრადუსი სითბო, დღისით – 30–35; მაღალ მთაში ღამით 4–9, დღისით – 24–29. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 14–19 გრადუსი სითბო, დღისით – 27–32; მაღალ მთაში ღამით იქნება 5–10, ხოლო დღისით – 20–25. თბილისში ღამით იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება 17, ხოლო დღისით – 31 გრადუსი სითბო.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები