საზოგადოება

ავარია წყალსადენზე თბილისში: საავადმყოფოები უშუქოდ დარჩა

08.06.17 16:20


„თელასის“ 15 ათასამდე აბონენტი, მათ შორის საავადმყოფოები დიღომში შუქის გარეშე დარჩნენ ელექტრო ქვესადგურის დატბორვის გამო.

მაღალი ძაბვის ქვესადგურ „დიღომი 1“-ს დატბორვა ხუთშაბათს ღამე 2:21 საათზე მოხდა.

ამის მიზეზი კომპანია Georgian Water and Power-ის წყალსადენი მილის დაზიანება გახდა, — განაცხადეს თელასში. მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით, თელასმა წყლის ამოტუმბვის სამუშაოების დასრულებამდე ელექტროენერგიის გათიშვის გადაწყვეტილება მიიღო. ამ წუთებში მიმდინარეობს ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის განცხადებით, წყალსადენზე ავარიის მიზეზი შესაძლოა წუხელ კახეთში მომხდარი მიწისძვრა ყოფილიყო.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები