საზოგადოება

მაკა ჩიჩუამ წნორში შშმ პირთა მშობლებთან შეხვედრა გამართა

08.06.17 16:55


საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა პროექტის „მშობელთა თემის მობილიზება და გაძლიერება“ ფარგლებში კახეთისრეგიონს ეწვია.

პროექტი, რომელიც პირველი ლედის პატრონაჟითა და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერითხორციელდება, მიზნად საქართველოს რეგიონებში მცხოვრები შშმ პირთა მშობლების გაძლიერებასა და მხარდაჭერას ისახავს.

„ ჩვენ განვაგრძობთ შეხვედრებს დედების თემთან მთელი საქართველოს მასშტაბით, ვიყავით გურიაში, აჭარასა დაიმერეთში.

ძალიან გააქტიურებულია დედების თემი. თუ ადრე სახლში მალავდნენ ბავშვებს და ცდილობდნენ გაერიდებინათ ისინისაზოგადოებისგან, ახლა პირიქით ხდება, ყველას უნდა ამ ბავშვების ინტეგრაცია. რეალურად გამოჩნდა, რომ მათიინტეგრაციის და სოციალიზაცის შედეგია, რომ ბავშვები არიან ხალისიანები, უკეთ ვითარდებიან და აქვთ ძალიან დიდიშედეგი“,- აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.

შეხვედრა ქალაქ წნორში გაიმართა და მასში კახეთის რეგიონის სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრები შეზღუდულიშესაძლებლობების მქონე პირთა მშობლები მონაწილეობდნენ.

მაკა ჩიჩუამ წნორში არსებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრი მოინახულა და მისიბენეფიციარების მიერ მომზადებული მუსიკალური ნომერი მოისმინა.

ქვეყნის პირველი ლედი სიღნაღში თერაპიის კავშირს „ქედელი“ ეწვია და ცენტრის ტერიტორიაზე არსებული სოციალურისაწარმოები და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

პროექტის „მშობელთა თემის მობილიზება და გაძლიერება“ ფარგლებში შეხვედრები უკვე გაიმართა ოზურგეთში,ხელვაჩაურსა და საჩხერეში. ხვალ მაკა ჩიჩუა ბოლნისს ეწვევა.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები