საზოგადოება

ახალციხის რაიონში 145 სული ცხვარი დაიხოცა

08.06.17 18:50


ახალციხის რაიონის სოფელ ფერსაში 145 სული ცხვარი დაიხოცა. ფერმერის თქმით, ცხვრების მასობრივი დახოცვის მიზეზი დაგვიანებული დიაგნოსტიკა გახდა. ლაბორატორიული კვლევების თანახმად, ფარაში მწვავე ინფექციური დაავადება – „ბრადზოტი“ დაფიქსირდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს. მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამით, ინფექციურ დაავადებაზე ცხვრების აცრა არ ხდება. სააგენტო რეკომენდაციას აძლევს ფერმერებს, რომ შესაბამისი ღონისძიებები დროულად ჩაატარონ.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები