საზოგადოება

განახლებული აღმაშენებელი “ევროპა ნოსტრას” ერთ-ერთი გამარჯვებულია

08.06.17 19:15


თბილისის მერიის და თბილისის განვითარების ფონდის პროექტი „ახალი ტფილისი“, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციით, „ევროპა ნოსტრას“ 2017 წლის კონკურსში, კონსერვაციის ნომინაციაში გამარჯვებულ პროექტად დასახელდა.

2016 წელს დავით აღმაშენებლის გამზირზე განხორციელებულმა რეაბილიტაციამ, კულტურული მემკვიდრეობის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, ჟიურის განსაკუთრებული აღიარება მოიპოვა.

„ევროპა ნოსტრა“ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური კონკურსია, სადაც ჯილდოს კულტურული მემკვიდრეობის დარგში საუკეთესო მიღწევებისთვის ანიჭებენ სხვადასხვა მიმართულებით: კონსერვაცია, კვლევა, განათლება, ტრენინგი და ცნობიერების ამაღლება.

ევროპის წამყვანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზაციას, „ევროპა ნოსტრას“, სახელგანთქმული საოპერო მომღერალი პლასიდო დომინგო ხელმძღვანელობს. მასში გაწევრიანებულია 250 ორგანიზაცია (კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ასოციაციები და ფონდები), 150 ასოცირებული ორგანიზაცია (სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობა და კორპორაციები), აგრეთვე, 1500-ზე მეტი ინდივიდუალური წევრი.

პროექტი „ახალი ტფილისი“, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციით, „ევროპა ნოსტრას“ ოფიციალურ ვებგვერდზე სხვადასხვა ქვეყნების გამარჯვებულ საუკეთესო პროექტებს შორისაა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი წინსვლა და საერთაშორისო აღიარებაა.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები