საზოგადოება

თბილისის N162-ე ბაგა-ბაღს უცხოელი დიპლომატები ესტუმრნენ

08.06.17 19:45


თბილისის N162-ე ბაგა-ბაღს განსაკუთრებული სტუმრები ჰყავდა - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას საქართველოში ყაზახეთისა და აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, სალომე ზურაბიშვილი და მარიამ ჯაში, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი და მთაწმინდის რაიონის გამგებელი, გელა არჩვაძე ეწვივნენ.

საპატიო სტუმრებს ბაღის ადმინისტრაცია და აღსაზრდელები სახალისო ღონისძიებით დახვდნენ. პატარებმა ქორეოგრაფიული და ვოკალური ნომრები წარმოადგინეს და უცხოელი დიპლომატების ოვაციები და აპლოდისმენტები დაიმსახურეს. მასპინძელი ბაღის ადმინისტრაციამ საბავშვო ბაღის ეზოში ბავშვთა ნამუშევრების გამოფენაც მოაწყო.

მოწვეულ ელჩებს სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა. თემურ თორდინავას თქმით, მისასალმებელია საჯარო ბაგა-ბაღში ასეთი საპატიო სტუმრების ყოფნა არა მარტო ბავშვების, არამედ ადმინისტრაციისთვისაც.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გავატარეთ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების განვითარებისათვის და ეს პროცესი კვლავ გრძელდება. გვაქვს ამბიციები, რომ მივიღეთ ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებები, თუმცა ასევე ვაანალიზებთ, რომ გამოწვევები კიდევ უფრო ბევრია და ამ ვითარებაში, საერთაშორისო ჩართულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით, საკანონმდებლო ბაზის დახვეწისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით,“ - განაცხადა თემურ თორდინავამ.

მოწვეულ სტუმრებს მიმართა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ. მარიამ ჯაშმა სკოლამდელი განათლების მიმართულებით გატარებულ რეფორმებს ხაზი გაუსვა და განაცხადა, რომ თემურ თორდინავას დამსახურებით, საბავშვო ბაღებში მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები