საზოგადოება

დეკანოზ მამალაძის ადვოკატებს ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ სარჩელი შეაქვთ

08.06.17 21:45


დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ ბრალდებულთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრაზე ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ სარჩელის მომზადებაზე ისაუბრეს. მისივე თქმით, მამალაძეს სურს საპატრიარქოში შეიქმნას კომისია, რომელიც მის ყველა ფინანსურ ოპერაციას შეისწავლის.

„დეკანოზის ინიციატივა იყო, რომ საპატრიარქოში საეკლესიო კომისია შეიქმნას და მისი ფინანსური მოქმედება განხილული იყოს. სარჩელში უმთავრესი დასაბუთებაა, რომ ცილისწამება, პატივის და ღირსების შელახვა მოხდა, როდესაც 50 მილიონზე იყო უსაფუძვლო ბრალდება. ხელშეკრულებით ჩვენ ვნახეთ, რომ დეკანოზი პატრიარქის მინდობილობით განკარგავდა თანხებს და ყველა თეთრი აღრიცხული იყო. ყველაზე მცირე პრევენცია მაინც იყოს, რომ ადამიანებს ასე არ დასწამონ ცილი" - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები