საზოგადოება

ოკუპანტებმა სოფელ ქერედან ტაძრის მოსალოცად წასული ორი ახალგაზრდა მამაკაცი გაიტაცეს

09.06.17 14:30


ტაძრის მოსალოცად წასული ორი ახალგაზრდა მამაკაცი გაიტაცეს ცოტა ხნის წინ ოკუპანტებმა სოფელ ქერედან. "ნიუპოსტის" კორესპონდენტის ცნობით, გატაცებულები არიან, ლევან ლაფაჩი და გურამ კოლოტაშვილი.

ისინი სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდნენ. სწორედ აღნიშნულ ეკლესიასთან ახლოს მდებარეობს ე.წ. საზღვარი.

მომხდარის შესახებ ადგილობრივებმა შესაბამის უწყებებს უკვე აცნობეს.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები