საზოგადოება

სათხილამურო სეზონი საქართველოში ივლისამდე გაგრძელდება

09.06.17 14:45


გუდაური-კობის საბაგირო გზის მშენებლობა 2018 წლის ნოემბერში დასრულდება, რის შემდეგ სათხილამურო სეზონი საქართველოში აპრილში არ დასრულდება და პრაქტიკულად, მთელი ზაფხული გაგრძელდება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия მთის კურორტების განვითარების სააგენტოზე დაყრდნობით.

ყაზბეგისა და გუდაურის დამაკავშირებელი საბაგირო გზებისთვის ინფრასტრუქტურის მშენებლობა მთელი დატვირთვით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ივნისში თხილამურებზე სრიალი შესაძლებელია მხოლოდ თეთნულდზე.

„ამ საბაგიროს მშენებლობა ნიშნავს იმას, რომ შეიქმნება ერთიანი კლასტერი გუდაური-ყაზბეგის მიმართულებით. საბაგიროს მშენებლობის პარალელურად დასავლეთ კალთაზე სამთო-სათხილამურო ტრასა გაკეთდება, და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ზამთრის საკურორტო სეზონზე ამ ტერიტორიაზე გახანგრძლივდება. შესაბამისად, ყველა დამსვენებელი თხილამურებზე სრიალს ამ ტერიტორიაზე ივლისშიც შეძლებს", — განაცხადა მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა სანდრო ონოფრიშვილმა.

რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება ზამთრის კურორტებზე სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 170 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.

გუდაური საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და განვითარებული ზამთრის კურორტია. ის ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. გუდაური ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები