საზოგადოება
13.06.16 21:45
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ გაკეთებული განცხადებები უპასუხისმგებლო და უსაფუძვლოა, ასევე შეუფერებელია მისი თანამდებობისთვის.
ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.
”იუსტიციის მინისტრის მხრიდან დღეს გაკეთებული განცხადებები მიზნად ისახავს საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციისა და მოსამართლეების პოლიტიკურ დებატებში ჩართვის მცდელობას. აღნიშნული განცხადებები არა მხოლოდ უპასუხისმგებლო და უსაფუძვლოა, არამედ შეუფერებელია მისი თანამდებობისთვის.
იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირს და მისი განცხადებები აღიქმება სასამართლოზე და კონკრეტულ მოსამართლეებზე ზეწოლის მცდელობად. გამოვთქვამთ იმედს, რომ გამოთქმული მოსაზრებები არ წარმოადგენს საქართველოს მთავრობისა და მისი ხელმძღვანელის პოზიციას.
შევახსენებთ მინისტრს, რომ სარჩელების განხილვის ვადებთან, ისევე როგორც საქმეთა განაწილების საკითხთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას”, - ნათქვამია განცხადებაში.
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ის სვამს კითხვებს და აინტერესებს ამ კითხვებზე პასუხი.
”ამ პასუხებმა უნდა აჩვენოს, არის თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო, მისი თავმჯდომარე და პირველი კოლეგია პოლიტიკური თამაშის ინსტრუმენტი, არის თუ არა ეს ინსტიტუტი ამის გამო „ნაციონალური მოძრაობის“ სამსახურში. ჩემი გადასახედიდან ირღვევა რიგითობის პრინციპი. რატომ ირღვევა? ჩვენ თუ ავიღებთ მაგალითად „რუსთავი 2”-ის შვიდ საკონსტიტუციო სარჩელს, შვიდივე განიხილა პირველმა კოლეგიამ. რიგითობა ირღვევა. ეს ნიშნავს იმას, რომ პრობლემა შეიძლება ჰქონდეს ასეთი მიკუთვნების დროს საქმის ობიექტურდ გადაწყვეტას და პრობლემა შეიძლება ჰქონდეს მთლიანად საკონსტიტუციო სასამართლოს მიკერძოებულობის მხრივ”, - აღნიშნა წულუკიანმა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 613
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ევროპარლამენტარები - საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეუჩერდეს
15:4207.05.24
-
ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტის ფიცი დადო
15:0507.05.24
-
14:3807.05.24
-
ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა
14:0207.05.24
-
13:3007.05.24
-
13:1207.05.24
-
12:5007.05.24
-
12:1507.05.24
-
საქსტატი - მარტში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა
11:5607.05.24
-
საქართველოს გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი ეწვევა
11:3207.05.24
-
თურქეთი დასავლეთისგან ისრაელზე წნეხის გაძლიერებას ითხოვს
11:0707.05.24
-
10:4307.05.24
-
10:2107.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის "ფორმულა"
10:0007.05.24
-
18:0006.05.24
-
17:2006.05.24
-
16:4306.05.24
-
ირაკლი ჩიქოვანმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
16:1206.05.24
-
15:4106.05.24
-
15:0006.05.24
-
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
14:3406.05.24
-
სალომე ზურაბიშვილი - ვიღაცები მეგობრებსა და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ
13:3306.05.24
-
12:1506.05.24
-
ბრაზილიაში ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 78-მდე გაიზარდა
11:3106.05.24
-
მართლმადიდებელი სამყარო გიორგობას აღნიშნავს
10:0006.05.24
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24